ბიუჯეტირების სისტემა, რომელიც სააგენტოს/სამინისტროს დირექტორებისგან ითხოვს პროგრამის მიზნების იდენტიფიცირებას, რათა მოხდეს პროგრამის შედეგის გაზომვის მეთოდების განვითარება, გამოითვალოს პროგრამის ხარჯები გრძელვადიან პერიოდში, მომზადდეს მრავალწლიანი დეტალური პროგრამა და ფინანსური ანალიზი და მოხდეს ხარჯებისა და პროგრამის ალტერნატიული მოდელისათვის მოგების დაანგარიშება.შეერთებულ შტატებში ბიუჯეტირების ეს სისტემა პირველად განვითარდა თავდაცვის დეპარტამენტში 1950-იან წლების მიწურულს. 1960 წელს PPBS ფართოდ გავრცელდა. ეს ყველაფერი დაიწყო იმის მტკიცებით, რომ PPBS-ს შეეძლო მის დასახელებაში შემავალი მენეჯმენტის სამივე პროცესის ურთიერთდაკავშირება და კოორდინირება. დაგეგმვა მიესადაგება პროგრამას, რომელიც ბიუჯეტირებაზეა მიბმული. დაგეგმვის ელემენტზე ხაზგასასმელად, სისტემამ დროითი ხაზი ჩამოიყვანა ათწლეულის ნახევარზე, მოითხოვდა რა ხუთწლიანი პროგნოზები პროგრამის გეგმისა და ხარვეზების შესაფასებლად. აღნიშნულმა სისტემამ ახალი მნიშვნელობა მიანიჭა პროგრამის მიზნებს, მის შედეგებსა და ამ შედეგების მისაღწევ ალტერნატივებს, და ყურადღება გაამახვილა შეფასების ახალ დევიზზე, რომელიც მუშაობის ეფექტურობის ამაღლებაში მდგომარეობდა. და კიდევ, PPBS მოითხოვა სტრატეგული დაგეგმარებიდან, სისტემური ანალიზიდან და ხარჯთ-სარგებლის ანალიზიდან ახალი ანალიტიკური ტექნიკის გამოყენება, რათა მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სისტემური და რაციონალური გაეხადა. 1965 წელს პრეზიდენტმა ლინდონ ბ. ჯონსონმა PPBS სავალდებულოდ გამოაცხადა ყველა ფედერალური სააგენტოსთვის. 1970 წლისათვის კი PPBS, როგორც ფორმალური სისტემა, ფართოვდება და ინერგება საჯარო სექტორის თითქმის ყველა იურისდიქციაში. თუმცა, სწორედ ამ დროს ემთხვევა PPBS -ის სისტემის წინაღმდეგ დაწყებული კამპანიაც, რომელიც სხვადასხვა წრიდან მომდინარეობდა, უპირველესად კი, იმ სააგენტოების ხელმძღვანელებისა და მოხელეებისგან, რომლებიც PPBS-ის სისტემური მოთხოვნილებების გატარებისას სირთულეებს აწყდებობდნენ. PPBS-ის სისტემაზე შეერთებულმა შტატებმა ფორმალუად უარი 1971 წელს, რიჩარდ მ. ნიქსონის ადმინისტრაციის დროს განაცხადა. საბოლოო ჯამში, აშშ-ში შტატები და ადგილობრივი მთავრობები PPBS-ის პროგრამების მოდერნიზებითა და მასთან დაახლოებული ჰიბრიდული ვერსიების განხორციელებით დაკავდნენ. საბოლოოდ, PPBS-ის სისტემამ განიცადა მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მოერგო ადგილობრივ მოთხოვნებსა და გამოწვევებს და ამ იდეალიზებული სისტემის მხოლოდ ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესაძლებლობა მივიღეთ.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.