ორგანიზაციის ეფექტურობისა ან/და ნაყოფიერების მიმოხილვა. შესრულების აუდიტი ადარებს ორგანიზააციის მიზნებს აქტივობებთან, დაგეგმილი საქმიანობის შედეგების მიღწევის შესაძლებლობების გაზომვით. გარკვეული აზრით, ეფექტურობის შემოწმება შესაბამისობის იდეას მოიცავს. თუმცა, უფრო მეტად ეხება შესაბამისობის ხარისხის დადგენას დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის, როცა ორგანიზაცია თავისივე მიზნებთან თანხმობაშია და მათ რეალიზებას ახდენს. აუდიტორის როლის გაფართოება მმართველობის ინტრუმენტულ ხედვასთან თავსებადია, რადგან პოლიტიკოსების მიერ დადგენილი მიზნების განხორციელების პროცესი შესაძლოა გადაიხედოს. პოლიტიკოსებს და მათ დაქვემდებარებულებს სურთ გაიგონ, რამდენად გულისხმიერი იყო ორგანიზაცია მათი სურვილის დაკმაყოფილების მიმართ და რამდენად ეფექტური აღმოჩნდა თავად სახელმწიფო ინსიტუტი ამ მიზნით მიღწევის პროცესში. როცა აუდიტის არეალი ორგანიზაციის შესრულების კონტროლს სცდება და მის ეფექტურობამდე ფართოვდება, ყურადღება პოლიტიკურად განსაზღვრული მიზნის მიღწევის ხარისხიდან უფრო ფართო საკითხზე გადადის. მაგალითად, იყო თუ არა მიზნები იმთავითვე სწორად განსაზღვრული. არეალის გაფართოება ურთიერთსაწინააღმდეგო შეიძლება იყოს, რადგანაც აუდიტორს პოლიტიკის შემფასებლის როლში აყენებს და პროცესს პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.