ფორმალური მეთოდები, რომლებითაც ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და მის საფუძველზე შესაბამისი ანაზღარურება განისაზღვრება. დაქირავებულთა საქმიანობის შეფასების პროცესი და მის საფუძველზე მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილები მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზაციის შემდგომი წარმატების მისაღწევად. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პროცესში შეგროვებულ ინფორმაციას და მის საფუძველზე გამოტანილ დასკვნებს საკმაოდ დიდი დატვირთვა ენიჭება ორგანიზაციულ განვითარებაში. სამწუხაროდ, საქმიანობის შეფასების სისტემების უმეტესობა წარუმატებელია. მთავარ ხელის შემშლელ მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ ხელმძღვანელებს უჭირთ გამოსადეგი და ობიექტური ანგარიშის დაწერა. შეფასებებს უმეტესობა, ძირითადად, სუბიექტურია, შესაფასებელი სუბიექტის შესახებ ზედაპირულ, ემოციურ შეფასებას უფრო ეყრდნობა, ვიდრე ობიექტურ, განყენებულ ინფორმაციაზე დაყრნობით შექმნილ რეალობას. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების სისტემის მსგავსი შეფასების საფუძველზე დაყრდნობა იმთავითვე არაობიექტურ სურათს იძლევა. თანამშრომელთა საქმიანობის შესრულების შეფასებები ემსახურება რამდენიმე ფუნქციის მიღწევას. მათ შორისაა: 1) დისფუნქციური სამუშაო ქცევის შეცვლა ან მოდიფიცირება; 2) შესრულებული სამუშაოს რაოდენობისა და ხარისხის შესახებ მენეჯერული აღქმების დაქირავებულამდე მიტანა; 3) დაქირავებულის პოტენციალის შეფასება, რათა შესაბამისი ტრენინგის და/ან განვითარებისათვის განკუთვილი დავალებების სწორი შერჩევა მოხდეს; 4) იმის შეფასება, თუ როგორ ხდება დაქირავებულის მოვალეობების ანაზღაურება და 5) დიციპლინარული და განცალკევებული ქმედებების შესახებ დოკუმენტური ჩანაწერის შექმნა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press