მშობლების მიერ დადგენილი ქცევის წესები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Parenting Practices

კონკრეტული აღმზრდელობითი ქცევა, რომელიც კონკრეტული აღმზრდელობითი მიზნების შესაბამისად ყალიბდება.

ერთნაირი აღზრდის სტილის მქონე მშობლებიც კი სხვადასხვაგვარ პრიორიტეტს ანიჭებენ სოციალიზაციის მიზნებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ თავიანთი შვილებისთვის. მშობლების მიერ დადგენილი ქცვის წესები მკაფიოდ დასახული მიზნებიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ავტორიტეტული მშობლები, რომელთაც სურთ, რომ ბავშვებმა კარგად ისწავლონ სკოლაში, სახლში ისეთ გარემოს ქმნიან, რომელშიც ბავშვები მიხვდებიან, რატომ ესწრაფვიან მშობლები ამას. შესაბამისად, ისინი ეცდებიან, რომ კარგად ისწავლონ სკოლაში, რადგან ეფექტურად განაწყვეს მშობლებმა ამ მიზნისათვის; აჩვენეს, როგორ ეხმარება ადამიანს ცოდნა საზოგადოებაში ცხოვრებისას. თუმცა, ვინაიდან ყველა ავტორიტეტული მშობელი არ არის სწავლაზე ორიენტირებული, შეუძლებელია ბავშვის სასკოლო მიღწევების მხოლოდ მშობლის ქცევის სტილზე დაყრდნობით პროგნოზირება. მშობლების ზოგადი განწყობები და მათი კონკრეტული ქცევები მნიშვნელოვანია მათი შვილების ცხოვრების მიმართულების განსაზღვრაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: