გარეჯგუფები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Out-Groups

გარეჯგუფები ეწოდება ჯგუფებს, რომლებთანაც ადამიანები იდენტიფიკაციას არ ახდენენ. გარეჯგუფებს, როგორც წესი, ნეგატიურად აღიქვამენ და უარყოფით ნიშან-თვისებებს მიაწერენ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როცა ინდივიდს ცრურწმენებისადმი დაქვემდებარებულობის მაღალი ხარისხი ახასაიათებს. ასეთ ინდივიდი უფრო მეტად მსჯელობს იმის შესახებ,  ადამიანებიდან რომელი რომელ კატეგორიას ეკუთვნის და რა თვისებები მიეწერება. ტენდენციას, რომლის დროსაც ჯგუფს, რომელიც უცხოდ განიხილება, უარყოფით ნიშნებს მიაწერენ - გარე ჯგუფური ნეგატივიზმი ეწოდება.

ფიშბაინი ამ ტენდენციას შემდეგნაირად ხსნის: საუკუნეების მანძილზე ადამიანები ტომებად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო ენა და კულტურა. შესაბამისად, იმისთვის, რომ სხვა ჯგუფებისგან დაეცვათ თავი და აერიდებინათ ზიანი, გარეჯგუფებს სტერეოტიპულად მიაწერდნენ „ბოროტებას“ და „ხიფათს“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ ქმედებებს წარსულში ადაპტური ფუნქცია ჰქონდა ჯგუფისათვის და იცავდა რეალური საფრთხეებისაგან, დღესდღეობით ამგვარ რწმენებს, აზრებს და წარმოდგენებს რასიზმამდე  და სხვა უკიდურესად არაადაპტურ შედეგებამდე მივყავართ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Nevid, S. J ( 2015 ) Essentials of Psychology: Concepts and Applications. 4th Edition, Cengage Learning

კატეგორია: 
ავტორები: