ორგანიზაციული პოლიტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Organizational Politics

ორგანიზაციის რესურსების გადანაწილებაზე ეფექტის მოსახდენად გავლენისა და ძალუფლების გამოყენება, როგორც წესი, არაფორმალური ორგანიზების გზით. ორგანიზაციული პოლიტიკა ორგანიზაციული ქცევის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება გასული საუკუნის 50-იან წლებში მიენიჭა. თუმცა, ამის მიუხედავად, 90-იან წლებადე ამ ტერმინის ზუსტი დეფინიცია, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ რთულდებოდა ორგანიზაციული კულტურის ემპირიული კვლევების ნაკლებობის პირობებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც ორგანიზაციული კულტურის შესასწავლად ფერისმა და მისმა კოლეგებმა (Ferris et al, 1989) განახორციელეს, ორგანიზაციული პოლიტიკის აღქმის სკალისა და მის საფუძველზე შექმნილი ინსტრუმენტების დადგენაში გამოიხატა.

არსებობს ორგანიზაციული კულტურის სამი კატეგორია: პირველი ორგანიზაციულ კულტურას უკავშირებს ძალაუფლების გამოყენებას პოლიტიკის გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად, რესურსების განაწილებისა და კომპენსაციის გაცემის თაობაზე. მეორე კატეგორიის მიხედვით, ორგანიზაციულ კულტურას იმთავითვე ნეგატიური კონოტაცია აქვს, რადგან უკავშირდება თავის სასარგებლო გადაწყვეტილებებისა და საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ძალაუფლების გამოყენებასთან. ორგანიზაციული პოლიტიკის მესამე კატეგორია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გაზიარებული ძალაუფლების კონცეფციას ეფუძნება, ორგანიზაციული პოლიტიკის ჰუმანურ ტრანსფორმაციაზე აკეთებს აქცენტს და ძალაუფლების სხვებთან თანაზიარ გამოყენებაზე აფუძნებს ძირითად აღქმას. ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია ორგანიზაციული პოლიტიკის ისეთი აღქმები როგორებიცაა,ორგანიზაციული პოლიტიკის ერთობლივი, თანაზიარი, დაბალანსებული და ჩართულობითი მოდელები.

მკვლევრები განსხვავდებიან ორგანიზაციული პოლიტიკის ზეგავლენების შეფასების მიხედვითაც. გამოიყოფა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ფრთა. ერთნი საუბრობენ ორგანიზაციული პოლიტიკის უარყოფით შედეგებზე (Vrenderburgh & Maurer; Milgrom & Roberts) ორგანიზაციული მართვის ნებისიერ საფეხურზე, მეორენი კი ორგანიზაციული პოლიტიკის დადებით ზეგალენაზე საუბრობენ (Salancik & Pfeffer; Kotter; Wilson; Lawrence and at.al.). ეს უკანასკნელნი, ძირითადად, ორგანიზაციული პოლიტიკის მესამე კატეგორიიდან ამოდიან. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: