ბიჰევიორისტული მეცნიერებების ასპექტებზე კონცენტრირებული აკადემიური სფერო, სადაც ადამიანების ქცევის გაგებას ცდილობენ ორგანიზაციებში. ჰუგო მიუნსტერბერგმა (Hugo Munsterberg, 1863-1916) ორგანიზაციებისადმი ტრადიციული ავტორიტარული მიდგომების გამოყენებით გზა გაიკაფა ლაბორატორიული ექპერიმენტების ფსიქოლოგიური აღმოჩენების პრაქტიკაში დანერგვისაკენ. ის ახლად დაქირავებულთა შესაძლებლობების კომპანიის მოთხოვნებთან მორგებას, სამუშაოსა და კომპანიის მიმართ თანამშრომლების დამოკიდებულებაზე პოზიტიური გავლენის მოხდენას იკვლევდა და ცდილობდა გაეგო ფსიქოლოგიური მდგომარეობის გავლენა მომუშავის პროდუქტიულობაზე. ჰუგო მიუნსტერბერგის პირველ მსოფლიო ომამდელი შეხედულებები იყო ტიპური მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგად ერგებოდა ორგანიზაციებს ბიჰევიორისტული მეცნიერული მიდგომა 1950-იან წლებში და არა, პირიქით.
ჰუგო მიუნსტერბერგის ტრადიციული ხედვის საპირისპიროდ, 1960 წელს გამოყენებითი ბიჰევიორისტული მეცნიერებების ახალი სტილი აღმოცენდა. ის ყურადღებას ამახვილდება ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემაზე, როგორებიცაა, თუ როგორ შეეძლოთ ორგანიზაციებს თავიანთითანამშრომლების წახალისება. რწმენა ის იყო, რომ ორგანიზაციის კრეატიულობა, მოქნილობა და წარმატება ბუნებრივად წარმოიქმნებოდა თანამშრომლების შესაძლებლობების ზრდისა და განვითარების ხარჯზე. ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებს შორის ურთიერთობის არსი დამოკიდებულებიდან თანადამოკიდებულებაზე გადასვას დაეფუძნა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.