დაგეგმილი ორგანიზაციული ცვლილება. ორგანიზაციები შინაგან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის ფონზე არსებობენ და არაეფექტური რომ არ დარჩნენ, შიდა და გარე გამოწვევებს უნდა უპასუხონ. ორგანიზაციული განითარების მრჩევლების, გამოყენებითი ბიჰევიორისტული მეცნიერებების სპეციალისტების მოვალეობაა ბიჰევიორული მეცნიერებების შესახებ ცოდნა ორგანიზაციის გასამუჯობესებლად გამოიყენონ. ეს მრჩევლები კი დამოუკიდებელი კონსულტანტები ან თვითონ ორგანიზაციის თანამშრომლები შეიძლება იყვნენ. მომგებიანი მართვის ფილოსოფიაა ისაა, რომელიც ხშირად იყენებს ცვლილებებს. უფრო მოკრძალებული მიზანი შეიძლება იყოს ნდობის ატმოსფეროს შექმნა უკეთესი კომუნიკაციისათვის ან პროდუქტიულობის ასამაღლებელი ჩართულობის მექანიზმების განვითარება. ორგანიზაციამ, რომელსაც გადარჩენა ან უბრალოდ „ჯანმრთელად“ დარჩენა სურს, უნდა პერიოდულად აღკვეთოს ფაქტორები, რომლებიც დაავადებას იწვევენ. ორგანიზაციული განვითარება თავისთავად ფილოსოფია არ არის. ის წარმოადგენს მიდგომას და სტრატეგიას ორგანიზაციული ეფექტურობის ასამაღლებლად.
ორგანიზაციული განვითარების პროცესი ხშირად ასოცირდება იდეასთან, რომ ეფექტურობა შეიძლება მიღწეულ იქნეს ინდივიდების ზრდის სურვილის საფუძველზე, რაც ორგანიზაციულ მიზნებთან იქნება ინტეგრირებული. არ არსებობს უნივერსალური ორგანიზაციული განვითარების მოდელი, რომელიც შეიძლება გასაჭირში მყოფ ორგანიზაციას მიესადაგოს. ორგანიზაციის განვითარების მრჩევლის ძირითადი მოვალეობაა ორგანიზაციის განვითარების უნივერსალური ტექნოლოგიების შესატყვისი ნაწილი მიუსადაგოს ორგანიზაციას, ამისათვის ორგანიზაციული განვითარების მრჩეველი მართვის ბიჰევიორისტულ ტექნოლოგიას უნდა იცნობდეს, რადგან არც ერთი სახელმძღვანელო არ შემოგთავაზებს ორგანიზაციული პრობლემების ზუსტი გადაჭრის გზას. სწორედ ამიტომ, მრჩევლები მზად უნდა იყვნენ იმპროვიზაციისათვის.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.