ჩაგვრა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Oppression

„ჩაგვრა“ აღწერს სოციალური იერარქიის სისტემაში პრივილეგირებულ ჯგუფებსა და სუბორდინირებულ, ექსპლუატირებულ და მარგინალიზებულ ჯგუფებს შორის ურთიერთქმედებას. ჩაგვრის განხორციელების სახეები მრავალფეროვანია. ის შეიძლება ემყარებოდეს კანონების, ეკონომიკის, ტრადიციების, რელიგიის, ტერორის, სოციალური ზეწოლის, იდეოლოგიისა და ღირებულებების გამოყენებას.

ფემინისტი ავტორი, მერილინ ფრაი თავის ნაშრომში „ჩაგვრა“ აცხადებს, რომ იმისათვის, რომ  გავიაზროთ ქალთა ჩაგრული მდგომარეობა პატრიარქალურ სამყაროში, მიშვნელოვანია ტერმინი „ჩაგვრის“ - ინგლისურად „oppression“ - საფუძველი ვიცოდეთ. ეს ტერმინი  სიტყვა „პრესიდან“ ანუ წნეხიდან მომდინარეობს. წნეხის ქვეშ მოქცევა ნიშნავს გარკვეულ ძალებს, ბარიერებს შორის მოქცევას, რომლებიც ერთმანეთთან ისე არიან დაკავშირებულნი, რომ მათ შორის მოქცეული ნივთის დემობილიზებას იწვევენ. ფრაის თქმით, სწორედ ასე არიან ქალები მოქცეულნი ჩაგვრის სისტემაში, რომელიც ყოველი მხრიდან ავიწროებს მათ.  ქალზე მიმდინარეობს ზეწოლა, ის მოქცეულია ბარიერებს შორის, მიუხედავად მისი რასის, სექსუალობის, დასაქმებულობის თუ სხვა მახასიათებლისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. ფრაის განცხადებით, სწორედ ეს განასხვავებს ქალის ჩაგვრას მამაკაცის ჩაგვრისაგან. მაგალითად, შავკანიანი მამაკაცი და შავკანიანი ქალი არ არიან ერთნაირად ჩაგრულნი, რადგან შავკანიანი ქალი ჩაგრულია რასისა და, ასევე, გენდერის გამო, ხოლო შავკანიანი მამაკაცი არ იქნება ჩაგრული იმიტომ, რომ ის კაცია.

ფემინისტი ფილოსოფოსი, აირის იანგი გამოყოფს ჩაგვრის ხუთ ასპექტს: ექსპლუატაცია, ძალადობა, მარგინალიზება, კულტურული ჩაგვრა, უძალობა.

იხილეთ, აგრეთვე: ექსპლუატაცია, ძალადობა

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Frye F.(1983), Oppression, in Cudd and Andreasen, pp. 84-90.

Young I. M. (1998), The Five Faces of Oppression, in Cudd and Andreasen, pp. 91-104.

კატეგორია: 
ავტორები: