ღია სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Open System

აღნიშნულ ტერმინში იგულისხმება ნებისმიერი ორგანიზმი ან ორგანიზაცია, რომელიც გარემოსთან ურთიერთქმედებს. როგორც წესი, ღია სისტემა გამოიყენება დახურული სისტემის საპირისპიროდ, რომელსაც არა აქვს კონტაქტი მის გარემოცვასთან. დახურული სისტემა, ადმინისტრირების თეორიაში, ძირითადად, თეორიული კონცეფციის სახით რჩება, რადგან ყველაზე იზოლირებული მექნიკური სისტემებიც კი შეუძლებელია გარემოდან რაიმე სახის ზეგავლენას არ განიცდიდნენ. შესაბამისად, საჯარო ადმინისტრირების თეორია დღეს ღია სისტემურ ჩარჩოს უფრო მეტად აღიარებს. ღია სისტემური ორგანიზაციული ჩარჩო თეორიული საფუძვლების სახით, ძირითადად, ეყრდნობა სტრუქტურულ-ფუნქციონალიზმის თეორიას, რომელიც სისტემის შემადგენლობაში მყოფ ელემენტებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ეფუძნება; სიტუაციურ თეორიას, რომელიც „გამოწვევა-პასუხის თეორიის“ საფუძველზე მოქმედებს და ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებას გარე რესურსებზე დამოკიდებულების ჭრილში განიხილავს; მნიშვნელოვანია, რომ ღია სისტემური ჩარჩო უმნიშვნელოვანეს ხაზგასმას სწორედ გარემოზე აკეთებს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მატერიალური, ენერგეტიკული და საინფორმაციო განვითარების ძირითად წყაროს და სასიცოცხლო რესურსს სისტემის შემდგომი ეფექტური ფუნქციონირების გასაგრძელებლად. საერთო ჯამში, ღია სისტემურმა ჩარჩომ გასული საუკუნის 60-იან წლებში, სრულად ჩაანაცვლა არსებული დახურული ორგანიზაციული პესპექტივა და ორგანიზაციის სწავლებებში სრულად ახალ პრობლემებზე მსჯელობას დაუდო საფუძველი.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

ავტორები: