დამკვირვებლის ტენდენციურობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Observer Bias

დამკვირვებლის ტენდენციურობა ანუ რეალობის დამახინჯება მაშინ აღმოცენდება ხოლმე, როცა დამკვირვებლლის პიროვნული მოტივები და მოლოდინები მოვლენისა თუ საგნის ობიექტურ აღქმას ფარავს. ხშირად ადამიანები ხედავენ იმას ან ესმით ისე, როგორც მოელიან და არა ისე, როგორც ობიექტურად, სინამდვილეში ხდება.

დამკვირვებლის ტენდენციურობა განსაკუთრებით თვალშისაცემი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების დაკვირვების პროცესში ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ერთსა და იმავე ინფორმაციაზე სხვადასხვა დამკვირვებელმა შესაძლოა რადიკალურად განსხვავებული დასკვნები გამოიტანოს, საჭიროა სტანდარტიზებული პროცედურის შექმნა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს დამკვირვებლების ტენდენციურობას და ყველა ცდის პირს თუ დამკვირვებელს ერთსა და იმავე პირობებში ამყოფებს.

დამკვირვებლის ტენდენციურობა შეიძლება გამოიხატოს ცვლადის გადაფასებაში, გადაჭარბებულ აღქმაში ან, პირიქით, უგულვებელყოფაში. მაგალითად, აუდიოჩანაწერის კეთების პროცესში, მკვლევარმა შესაძლოა ჩაწერის ხარვეზები თავისი ჰიპოთეზის დადასტურებად მიიღოს, თუკი ის ამას მოისურვებს.

ტენდენციურობას დამკვირვებლის მხრიდან, აგრეთვე ხშირად ვაწყდებით ისეთ სიტუაციაში, როცა საქმე ორაზროვან სტიმულთნ გვაქვს. მაგალითად, მკვლევარი, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აგრესიას იკვლევს და გააჩნია ჰიპოთეზა, რომ აგრესია ამ ასაკში ბიჭებში უფრო მაღალია, ვიდრე გოგონებში, ნებისმიერ ორაზროვან სტიმულს, რომელსაც ბიჭებთან მიმართებაში შეამჩნევს, უფრო მარტივად გაუკეთებს ინტერპრეტაციას როგორც „აგრესიულს“, ვიდრე გოგონების შემთხვევაში. რაც, თავის მხრივ, ცალსახად მკვლევრის მოლოდინებით იქნება ნაკარნახები და არაფერი ექნება საერთო ობიექტურ რეალობასთან.

 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Goodwin, J. C. (2010) Research In Psychology: Methods and Design. John Wiley and Sons,inc. Danvers, Ma. 

კატეგორია: 
ავტორები: