თეორიული ხედვა, რომელიც კლასიკურ ორგანიზაციის თეორიას აკრიტიკებს, განსაკუთრებით, ორგანიზაციის წევრების ადამიანურობის შემცირების იდეას, ადმინისტრაციულ დანაყოფებს შორის კოორდინაციის საჭიროებას, შიდა და გარე ორგანიზაციულ კავშირებსა და ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კლასიკური თეორიის ძირითადმა ავტორიტეტებმა თავიანთი ნაშრომები მეორე მსოფლიო ომამდე შემოგვთავაზეს. ნეოკლასიკოსმა ავტორებმა თავიანთი რეპუტაცია კლასიკური თეორიის ავტორებზე ომის შემდგომ შეტევის ხარჯზე მოიპოვეს. ისინი ცდილობდნენ „გადაერჩინათ“ კლასიკური თეორია მოდიფიკაციების დანერგვით, რომლებიც ბიჰევიორისტულ მეცნიერებების მნიშვნელოვან აღმოჩენებზე იქნებოდა დამყარებული. ნეოკლასიკური სკოლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ თეორიული მოძრაობა კლასიკური თეორიის ზედმეტად გამარტივებული ხედვებისაგან იხსნეს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.