დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური ინსტიტუტებისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების უზრუნველყოფა. პოლიტიკური რეალიზმის კონცეფციის მიხედვით, ე.უ. საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრალური ცნებაა, რადგან ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოს უსაფრთხოება უმაღლეს ღირებულებად ითვლება. სახელმწიფო კი მოსახლეობის უსაფრთხოების მთავარი და ჯერჯერობით შეუცვლელი გარანტია. ე.უ. დაკავშირებულია ღირებულებებთან, მაგრამ თავად არ არის ღირებულება. იგი ის პირობაა, რომლის მეშვეობითაც ღირებულებათა შენარჩუნება ხორციელდება. ე.უ. მრავალი კომპონენტისაგან შედგება: სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი, ინფორმაციული, ბუნებრივი გარემოს დაცვისა და სხვ. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გაიზარდა ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო კომპინენტების მნიშვნელობა (იხ. არგ. უსაფრთხოება).
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი