ეთნოფსიქოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ეთნოსებისათვის სპეციფიკური ე.ხ.-ის არსებობას. მისი კვლევა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს აშშ-ში. ე.ხ-ს გააჩნია პიროვნების მყარი ფსიქოლოგიური მახასიათებლები, რაც აისახება მის ქცევაში და საშუალებას იძლევა შევქმნათ ამა თუ იმ ხალხის საშუალო ადამიანის „ბაზისური პიროვნების“ მოდელი, რომელშიც გაერთიანებული იქნება მათ წარმომადგენელთათვის საერთო ეროვნული ნიშნები და ეროვნული კულტურის ნიშნები (ა. კარდინერი). აქ მნიშვნელოვანია ოჯახის კულტურის გავლენა, აგრეთვე საზოგადოებრივი სტრუქტურისა და „ბაზისური პიროვნების: უკუგავლენა სოციალურ ინსტიტუტებზე. ამერიკელი ფსიქოლოგები ომის შემდგომი იაპონიისა და დასავლეთი გერმანიის მოსახლეობის ფსიქოლოგიის შესწავლის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნაციონალური კულტურა გავლენას ახდენს ერზე, მისი ღირებულებების იერარქიაზე, ადამიანთა ურთიერთობის ფორმებზე და ა.შ. მ. მიდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ შეხედულებები, ცხოვრების სტილი ქმნიან სხვადასხვა „მოდელებს“ სხვადასხვა ხალხში და ეს დამოკიდებულია ბავშვის სწავლებაზე თითოეულ ეროვნულ კულტურაში, რაც განისაზღვრება მოზრდილთა ღირებულებების იერარქიის სისტემითა და ქცევით. რ. როლანი აღნიშნავდა, რომ თავისთავად, პიროვნების ნიშნების კრებული, რომელსაც იყენებს მკვლევარი, ზეგავლენას ახდენს შედეგზე. მკვლევარებმა აღმოაჩინეს აგრეთვე, რომ ხასიათის ნიშნები სხვადასხვა მასებისა და ელიტის წარმომადგენლებში.
ეროვნული ხასიათი
National Character
კატეგორია: