მრავლობითი დისპერსიული ანალიზი

Multivariate Analysis of Variance, MANOVA

დისპერსიული ანალიზი სიტუაციებში, როცა საქმე გვაქვს რამოდენიმე დამოკიდებულ ცვლადთან (ANOVA-ში განიხილება ერთი დამოკიდებული ცვლადი სამი ან მეტი დონით). მაგალითი: ვთქვათ, საჭიროა გამოიყოს დაქორწინებული, ქორწინების გარეშე ერთად მცხოვრები და მარტოხელა ადამიანთა ჯგუფები მათი ბედნიერების ნიშნით. ბედნიერება კომპლექსური ცნებაა და შეიძლება გაიზომოს მაგალითად, სამუშაოსთან დაკავშირებით, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით, თვითშეგრძნებით და ა.შ. დაქორწინებული, ერთად მცხოვრები, მარტოხელა ადამიანთა ჯგუფების დაყოფას და შედარებას ბედნიერების ერთი ასპექტით, მაგალითად, სამუშაოთი, ახორციელებს ANOVA, ჯგუფების დაყოფა - შედარებას ბედნიერების რამოდენიმე ასპექტით კი MANOVA.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: