მონიტორინგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Monitoring

პოლიტიკის შედეგების მონიტორინგის მეთოდები უზრუნველყოფს დამტკიცებული პოლიტიკის შედეგების შესახებ ინფორმაციას და გვეხმარება პოლიტიკის განხორციელების პროცესის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებაში პერიოდული კორექტირების საჭიროებების აღმოჩენით. ბევრი სამთავრობო უწყება რეგულარულად უწევს მონიტორინგს განხორციელებული პოლიტიკის პროგრამებსა და პროექტებს, მათ გავლენასა და მიღებულ შედეგებს. მონიტორინგი ხორციელდება პოლიტიკის შესრულების წინასწარ შემუშავებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით ჯანდაცვის, განათლების, საყოფაცხოვრებო, კეთილდღეობის, კრიმინალის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სფეროში. მონიტორინგი გვეხმარება შესრულების ხარისხის შეფასებაში, აფიქსირებს პოლიტიკის და პროგრამების გაუთვალისწინებელ შედეგებს, ახდენს პოლიტიკის განხორციელების, დაბრკოლებების, შეზღუდვების იდენტიფიცირებას და ხელს უწყობს ადმინისტრაციულ ანგარიშვალდებულებას. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ეკონომიკურ და სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკას მონიტორინგს უწევენ რამდენიმე სააგენტოს ანალიტიკოსები, მოსახლეობის აღწერისა და შრომის სტატისტიკის ბიუროების მიერ მოწოდებული ინფორმაციის პარალელურად.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

 

ავტორები: