მოდერაცია ხდება მაშინ, როცა კავშირი ორ ცვლადს შორის იცვლება როგორც მესამე ცვლადის ფუნქცია ანუ დამოკიდებული ცვლადი არის ორი ცვლადის კომბინაციის მოქმედების შედეგი. მაგალითად, კავშირი საშინელებათა ფილმების ყურებასა და შიშის შეგრძნებას შორის იზრდება როგორც პიროვნების მიდრეკილების ფუნქცია ფანტაზიების მიმართ. მოდერაციის შესასწავლად იყენებენ რეგრესიას სამი პრედიქტორით (ნანახი საშინელებათა ფილმების რაოდენობა, ფანტაზია, ამ ორი ცვლადის ურთიერთქმედება) და დამოკიდებული ცვლადით (შიშის შეგრძნება). ორი ცვლადის ურთიერთქმედება გამოითვლება ამ ორი ცვლადის ქულების ნამრავლით.
ითვლება, რომ მოდერაცია ხდება მაშინ, თუ ურთიერთქმედება მნიშვნელოვანია, მოდერაციის აღმოჩენისას, იკვლევენ კავშირის მოდერაციის სამი დონის მიხედვით (დაბალი, საშუალო, მაღალი)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა