მისია/მიზანი

Mission Statement/Objectives Statement

სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესში გამოყენებული ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი, რომელიც მომავლის განვითარების პირველი ფაზაა. მისიის, ისევე როგორც მიზნის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია, დაფიქსირდეს, რისკენაა ორიენტირებული ის ორგანიზაცია, ადგილობრივი თუ ნაციონალური მთავრობა ან სამთავრობო უწყება სტრატეგიული გეგმით განსაზღვრულ დროით მონაკვეთში. მისია შესაბამისი ორგანიზაციის ფართო ორიენტირებს სახავს და იმაზე ამახვილებს ყურადღებას,  რა კონკრეტული და სპეციფიკური მისიის შესრულება უწევს ორგანიზაციას დროის წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთში. მიზანმა უნდა უპასუხობს კითხვას: რას ვაკეთებთ? რის მიღწევაზე ვართ ორიენტირებულნი? პასუხი ამ კითხვებზე თავად სტრატეგიულ დოკუმენტში შესაბამისი განვითარებისა და სამოქმედო გეგმების სახით იშლება და კონკრეტდება. როგორც მისიის, ისე მიზნის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს, რომ თავად ფორმულირებები და განაცხადები უნდა იყოს: (1) ლაკონური და შეზღუდული ორგანიზაციის გავლენის სფეროს ფარგლებში; (2) მიმართულების მიმცემი, დაზუსტებული სპეციფიკური მომავლის გეგმებით; (3) დროში გაწერილი და თითოეული მიზნის მისაღწევად საჭირო შესაბამისი ინდიკატორების შემცველი; და (4) გაზომვადი, რითაც პროგრესი და შესაბამისი მიღწევები იქნება შეფასებული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

ავტორები: