საჯარო პოლიტიკის ანალიზის მეთოდები

Method of Public Policy Analysis

საჯარო პოლიტიკის ანალიზის პროცესში გამოყენებული მეთოდებისა და ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც პოლიტიკის განხორციელებამდე საზოგადოებრივ პრობლემებზე რეაგირების მიზნით შესაძლო ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა პოტენციურ ზეგავლენებს აანალიზებს და მათ შორის შედარების საფუძველზე ოპტიმალური გადაწყვეტის გზის ძიებითაა დაკავებული. ისეთი პოლიტიკის ანალიზი კი, რომელიც განხორციელების ეტაპზე გადასული საზოგადოებრივი პროგრამის მონიტორიგსა და შეფასებაზეა ორიენტირებული, უმჯობესია პროგრამულ შეფასებად მოვიხსენიოთ. მიუხედავად ამისა, საჯარო პოლიტიკის ანალიზის ტერმინი, ხშირად გამოიყენება საჯარო პოლიტიკის როგორც განხორციელებამდე ან მის შემდეგ ანალიზისას. განხორციელების წინარე ანალიტიკურ ჩარჩოს, ხშირად ექს-ანტე (ex-ante) ანალიტიკად, ხოლო განხორციელების შემდგომს ექს-პოსტ (ex-post) ანალიტიკურ ჩარჩოდ მოიხსენიებენ. ექს-ანტე (ex-ante) მეთოდთა შორის მოიაზრება პრობლემის სტრუქტურირება, ალტერნატიულ გადაწყვეტის გზების შედეგების პროგნოზირება, რეკომენდირება, რომელიც ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა შორის არჩევანს ისახავს მიზნად. ექს-პოსტ (ex-post) მეთოდთა შორის კი განიხილება, პროგრამული შეფასების ისეთი მეთოდები როგორიცაა მონიტორინგი და საბოლოო შედეგების იდენტიფიცირებაზე ორიენტირებული შეფასება. პოლიტიკის ანალიზი მოიცავს სისტემატური კვლევითი ტექნიკების გამოყენებას, რომლებიც, მეტწილად, სოციალური მეცნიერებებიდანაა ნასესხები და პროგრამული ეფექტურობის საზომზე, ხარისზე, ღირებულებასა და გავლენაზეა დამყარებული. ეს საჯარო პოლიტიკის პროცესს გაცილებით რაციონალურ ხასიათს ანიჭებს და ოპტიმალური, მტკიცებულებებზე დაყრდნობით წარმოებული საზოგადოებრივი არჩევანის საფუძველს ქმნის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

ავტორები: