შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობის დაფინანსებული, შტატების მიერ მართული და ადმინისტრირებული პროგრამა, რომლიც დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას გულისხმობს. სოციალური უსაფრთხოების აქტში 1965 წლის შესწორებებით ავტორიზირებული ეს პროგრამა, ნაღდ ანგარიშსწორებას ფარავას ისეთი ტიპის ადამიანისათვის, როგორებიცაა - ასაკოვანი, უსინათლო, შრომის უნარს მოკლებული და ისეთი ოჯახის წევრები, რომლებშიც ბავშვი მშობლის გარეშე არიან დარჩენილნი დაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან უმუშევარი მშობელები ჰყავთ. ზოგადი ფედერალური დირექტივების ქვეშ შტატები იღებენ გადაწყვეტილებას იმაზე, რა უნდა ანაზღაურდეს და რა არა. ასევე ისინი განსაზღვრავენ, რამდენად უფლებამოსილია პირი დახმარების მისაღებად და განსაზღვრავენ სამედიცინო მომსახურების პროვაიდერებისათვის თანხის გადახდასა და პროგრამის ადმინისტრირების მეთოდებს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.