მასმედია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Mass Media

1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (ბეჭდვითი, რადიო, ტელევიზია, კინო, რეკლამა და ა.შ.) 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ინფორმაციის სისტემატური გავრცელების პროცესი (ანუ მასობრივი კომუნიკაცია) მრავალრიცხოვან და გაშორიშორებულ აუდიტორიაში. მ. გაჩნდა ბეჭდვითი პრესის დაბადებასთან ერთად XIX ს–ში. მისი შემდგომი განვითარება დაკავშირებულია სამეცნიერო–ტექნიკურ პროგრესთან. მ–ს სპეციფიკური თავისებურებები აქვს: ურთიერთობაში მყოფ მხარეთა კონტაქტების არაპირდაპირი ხასიათი, უკუკავშირის თავისებურება, სხვადასხვაგვარ აუდიტორიაზე ერთდროული ზემოქმედება, ინფორმაციის გადაცემის სიხშირე და რეგულარულობა, შეტყობინების შინაარსის უნივერსალურობა სტერეოტიპიზაციის ელემენტებით, მრავალგვარი ტექნიკური შესაძლებლობის, აგრეთვე ინფორმაციის მომპოვებელ, გადამამუშავებელ და გამავრცელებელ სპეციალურ ორგანიზაციათა გამოყენება; თანამედროვე ეტაპზე მ–ის საშუალებები, ტელეგრაფ–ტელეფონთან და რადიო–ტელევიზიასთან ერთად, მოიცავს უახლესი ტექნოლოგიის ფართო სპექტრს კომპიუტერების, ვიდეო–საშუალებების, თანამგზავრული ტელევიზიისა და ინტერნეტის ჩათვლით. მათი გავლენა ადამიანებსა და საზოგადოებაზე მ–ის სოციოლოგიის შესწავლის საგანია.(იხ. მასმედიის (მასობრივი კომუნიკაციის) სოციოლოგია)

***

ტერმინის პირველწყარო:  ​

​სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი

კატეგორია: 
ავტორები: