მენეჯერიზმი

Managerialism

საჯარო ადმინისტრირებისადმი ინოვაციური მიდგომა, რომელიც მართვის უფლებებსა და ინტენსიურ სამეცნიერო მართვაზე ამახვილებს ყურადღებას. მენეჯერიზმი საკმაოდ დიდი ხანია გამოიყენება სოციალურ მეცნიერებებში ეკონომიკური და ბიუროკრატიული ელიტის აღსაწერად, რომელიც შედეგის მიღწევას შრომის რაციონალური დანაწილებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს. მენეჯერიზმის ფუძემდებლის, ფრედერიკ ტეილორის,დასკვნებმა 1980-იან წლებში უკვე  ახალი მნიშვნელობა შეიძინა. მენეჯერიზმის კონცეფცია ასკვნის, რომ მმართველ ელიტას ორგანიზაციის კულტურის, დანიშნულების და მიმართულებაზე კონტროლის რადიკალურად შეცვლა შეუძლია.

მენეჯერიზმის რომანტიკა შეუძლებელი იქნებოდა გმირების გარეშე. ვინ არიან ეს ახალი სტილის გმირები? თვითონ მმართველები, რომლებიც საჯარო სექტორის გამოსაცოცხლებლად მოვიდნენ თვითმომსახურე გაერთიანებებისა და არაეფექტურ ბიუროკრატებზე შეტევის ხარჯზე. მენეჯერიზმის მთავარი თემა მმართველობის უფლებებია: საკმარისი მანევრირების სივრცის გამოყოფა, რათა მმართველმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს. დამატებითი მმართველობითი სივრცე კი რიგითი წევრების ხარჯზე მოიპოვება. ასე რომ, მენეჯერიზმი მეტად კომფორტულად გრძნობს თავს ავტორიტარულ მმართველობის სტილისა და მეცნიერული მმართველობის ახალი ვერსიის გარემოში - გამონაკლისი  „ერთ-ერთი საუკეთესო გზის“ ძიებაა, რათა ბიჰევიორული და მექანიკური ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების მორგების უწყვეტი მცდელობით ცვლილებას მიაღწიოს.

მენეჯერიზმის მიერ ადვოკატირებული ადმინისტრაციული გაუმჯობესების ტექნიკები, როგორებიცაა მართვის აუდიტი და პროგრამის შეფასება, უკვე დიდი ხანია არსებობს. ახალი ის არის, რომ ეს ძველი ტექნიკები ახალი დოქტრინით ან წარმმართველი ფილოსოფიით ძლიერდება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: