მენეჯერი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Manager

ხელმძღვანელი პირი საკუთარი კაპიტალის გარეშე. ასევე პირი, რომელიც პასუხს აგებს შრომის ორგანიზაციასა და კონტროლზე ორგანიზაციასა ან წარმოებაში. დიდი წარმოებების წარმოშობასთან ერთად მოხდა წარმოების მესაკუთრისა და ხელმძღვანელის ფუნქციათა გამიჯვნა. მ-ები სამ ფენად იყოფიან: უფროსი, საშუალო და უმცროსი. უფროსი მ-ების ფენა მოიცავს მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორებს, მაშინ როცა უმცროსი მ-ების ფენა წარმოდგენილია დისპეტჩერებით, მართვის სხვა დაბალ საფეხურს მიკუთვნებული პირებით, რომლებიც მათ დაქვემდებარებულ პერსონალზე (მუშებზე) ოდნავ მეტ ანაზღაურებას იღებენ. სოციოლოგიაში მიმდინარეობს დისკუსია მ–ების ადგილისა და როლის შესახებ საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაში (აბერკომი და ური, 1983), ასევე, სოციოლოგები ლაპარაკობენ მ–ული რევოლუციის შესახებ (ბერნჰაიმი), რომელიც გულისხმობს პროფესიონალ მ–თა რიცხვის ზრდას. (იხ. აგრ. მართვის სოციოლოგია (მენეჯმენტი, ინდუსტრიული სოციოლოგია)). 

კატეგორია: 
ავტორები: