არა ინდივიდების, არამედ ინდივიდუალური დანაყოფებისათვის ან დიდი ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი შესრულებული სამუშაოს შემაჯამებელი ქულები. ეს ტექნიკა საშუალებას აძლევს მმართველს შეაფასოს, რამდენად კარგად თამაშობენ „თამაშს“ მის მიმართ დაქვემდებარებულები. შემაჯამებელი ქულების მთელი არსი მენეჯერისათვის ორგანიზაციის სხვადასხვა დანაყოფის მუშაობის ხარისხისა და მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის უსწრაფესი სახით მიწოდებაა. ადრეულ 1990-იან წლებში კერძო სექტორი იყო პირველი, სადაც „დაბალანსებული შემაჯამებელი ქულები“ გახდა პოპულარული, როგორც ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაოს სხვადასხვა პერსპექტივიდან შეფასების საშუალება. ტრადიციულად, მთავარი აქცენტი ფინანსურ მაჩვენებლებზე კეთდებოდა (ბოლო ხაზი/პრაქტიკული შედეგი), მაგრამ დაბალანსებული ბარათები ფინანსურ ინფორმაციასთან ერთად მომხმარებლის კმაყოფილებისა და შიდა პროცესების შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. მიუხედავად შემჯამაბელი ქულების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა, უცაბედად ისინი „პოპულარულნი“ გახდნენ მთავრობაში, კერძოდ, 2002 წელს ბუშის ადმინისტრაციის პრეზიდენტის მართვის დღის წესრიგის დანერგვისთავანვე, რომლის პირობებშიც მართვის შემაჯამებელი ქულების გამოყენებაზე დაყრდნობით ახალი ადმინისტრაციული რეფორმირების ჩარჩოზე გაკეთდა აქცენტი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.