ორგანიზაციაში მიმდინარე მცდელობები, რომელთა მიხედვით, მენეჯერი უნდა აღიჭურვოს მომავალში საჭირო უნარებით, რომლებიც შეიძლება ცვალებად დანიშვნებს და/ან ფორმალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას მოიცავს. მოხელეთა გადამზადებასა და მენეჯერების განვითარებას შორის მნიშვნელოვანი სემანტიკური განსხვავება არსებობს. ორგანიზაციის რიგითი წევრები გადამზადდებიან, რათა თავიანთი მოვალეობები უკეთ შეასრულონ; მენეჯერები კი ვითარდებიან, რათა შემდგომში ისინი მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენდნენ. ამ კონტექსტში, ორგანიზაციის მიერ განვითრებისათვის გაღებული ინვესტიცია შედეგს გამოიღებს, თუკი უმცროსი მენეჯერი ბიუროს ხელმძღვანელად ჩამოყალიბდება. ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი მენეჯერთა განვითარებისათვის ისეთი დავალებების მიცემაა, რომლებიც მათ პროფესიული გამოცდილების გაზრდას უზრუნველყოფს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.