მართვა

Management

ტერმინი, რომელიც აღნიშნავს არა მატო ადამიანებს, რომლებიც ორგანიზაციას მართავენ, არამედ მართვის პროცესს თავისთავად. მართვა გულისხმობს ორგანიზაციული მიზნის მისაღწევად მრავალი რესუსრების გამოყენებას, მათ შორის, ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყენებას. მართვაში ლიდერისა და მენეჯერის ფუნქციების ერთმანეთისაგან გამიჯნვა უნდა მოხდეს. მენეჯერი ასოცირდება გარკვეულ თანამდებობის პირთან, რომელიც ფორმალური ავტორიტეტის ფლობის პირობებში, პასუხისმგებელია და, ამავდროულად, ექვემდებარება ზემოდგომ თანამდებობის პირს. ამის საპირისპიროდ, ორგანიზაციაში ლიდერი არ ექვემდებარება რომელიმე პირს. ეფექტური მენეჯერები, ასევე შეიძლება ლიდერებიც იყვნენ და ბევრი ლიდერი მენეჯერიც ხდება, თუმცა ამ ორის როლი და ფუნქციები განსხვავდება ერთმანეთისგან.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: