ლობი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Lobby

ინდივიდი, ჯგუფიან ორგანიზაცია, რომელიც საკანონმდებლო ან ადმინისტრაციულ პროცესზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ლობი შეიძლება იყოს სავაჭრო ორგანიზაცია, დამოუკიდებელი კორპორაცია, საზოგადოებრივ ინტერესთა ჯგუფი ან მთავრობის სხვა დონის წარმომადგენლობა. ტერმინი წარმოიშვა შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს კორიდორისაგან, სადაც შესაძლებელი იყო კანონმდებელთან შეხვედრა და დარწმუნება გარკვეულ საკითხზე ხმის მიცემასთან დაკავშირებით. შტატების კონსტიტუციის პირველ შესწორება საფუძველია უფლებისა, რომ გავლენა მოახდინო კანონმდებლობაზე. ის აკანონებს, რომ კონგრესმა არცერთი კანონი არ უნდა მიიღოს ამერიკის ხალხის იმ უფლების გაუთვალისწინებლად, რომელიც მას ანიჭებს „მთავრობას შეცდომის გამოსწორების მოთხოვნის“ უფლებას.

ლობირება ბოროტებას არ წარმოადგენს; ლობის უმრავლესობა საჭირო ინფორმაციას აწვდის საკანონმდებლო ორგანოს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ლობი არასასურველ ცვლილებას ახდენს პოლიტიკური კამპანიისადმი ფულადი კონტრიბუციის გაღებით და არჩეული თუ დანიშნული თანამდებობის პირებისათვის განსაკუთრებული მოწყალების შეთავაზებით. ყველა ასეთი შენატანი და მოწყალება, რა თქმა უნდა, გაღებულია იმ განზრახვით, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით მომავალში მათთვის სასურველი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, ხშირად ეს პროცესი მსუბუქად, მაგრამ მართებულად, შენიღბული მოსყიდვის სახეს იღებს. ლობირების გავრცელებული მეთოდებია: საკანონმდებლო მოსმენებზე ჩვენების მიცემა, არჩეული და დანიშნულ მთავრობის თანამდებობის პირებთან ფორმალური თუ არაფორმალური განხილვები, შესაბამისი პირებისთვის ტექნიკური თუ კვლევის შედეგების გაგზავნა, საკითხთან დაკავშირებით გასაჯაროების მცდელობა, კანონპოექტის მომზადება და წერილების მიწერის კამპანიის ორგანიზება. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: