ცხოვრებისეული ცვლილების ერთეულები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Life-change Units (LCUs)

სტრესის დონის საზომით გაზომილი სტრესის ოდენობა, რომელსაც დროის მოცემულ მონაკვეთში განცდილი სხვადასხვა ტიპის ცვლილება იწვევს.

ცხოვრებისეულ სიტუაციაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მრავალი ადამიანისათვის სტრესის საფუძველია. ისეთი სასურველი მოვლენებიც კი, როგორებიცაა, მაგალითად, ლატარიაში მოგება ან სამსახურში დაწინაურება, შეიძლება ცხოვრების ჩვეული მსვლელობის ძირეულ ცვლილებასა და ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციას მოითხოვდეს. მაგალითად, მართალია, ბავშვის დაბადება დაქორწინებული წყვილის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ცვლილებაა, მაგრამ, ამასთანავე, ეს მოვლენა ძლიერი სტრესის წყაროცაა, ვინაიდან, გარკვეულად, აქვეითებს ქორწინებით გამოწვეულ კმაყოფილებას. ამრიგად, როდესაც ცდილობთ, სტრესი ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს დაუკავშიროთ, საჭიროა როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებების გათვალისწინება.

ცხოვრებისეული მოვლენების გავლენა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე სერიოზული კვლევის საგნად იქცა. კვლევა 1960-იან წლებში დაიწყო, როდესაც სოციალური რეადაპტაციის შეფასების სკალა (SRRS, Social Readjustment Rating Scale) შეიმუშავეს. ეს საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტია ადაპტაციის დონის შესაფასებლად, რომელიც მოითხოვს ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვაგვარი (როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო) ცვლილებების რანჟირებას. ეს სკალა შემუშავდა სხვადასხვა პროფესიის, სოციალური მდგომარეობის და ა.შ. ზრდასრულ ადამიანთა პასუხების საფუძველზე, რომლებსაც სთხოვეს, მიეთითებინათ ცხოვრებისეულ მოვლენათა ნუსხიდან რომელი ეხებოდა პირადად მათ. ეს მოზრდილი ადამიანები თითოეული ცვლილებისათვის საჭირო რეადაპტაციის სიდიდეს აფასებდნენ ქორწინებასთან მიმართებაში, რომელსაც პირობითად მიენიჭა ცხოვრებისეულ ცვლილებათა 50 ერთეული. შემდეგ მკვლევრებმა გამოთვალეს ინდივიდის მიერ განცდილ ცხოვრებისეულ ცვლილებათა ერთეულების ჯამი, რაც ინდივიდის მიერ განცდილი სტრესის ოდენობის საზომად გამოიყენეს (Holmes&Rahe, 1967). 1990-იანწლებში სკალამ მოდერნიზება განიცადა. მკვლევრებმა გამოიყენეს იგივე პროცედურა: სთხოვეს მონაწილეებს, შეეფასებინათ ცხოვრებისეული მოვლენებით გამოწვეული სტრესი ქორწინებასთან მიმართებაში მოდერნიზებულ ვარიანტში ცხოვრებისეული ცვლილების ერთეულების შეფასებები 45%-ით გაიზარდა თავდაპირველ მაჩვენებლებთან შედარებით ანუ 1990-იანი წლების კვლევათა მონაწილეები ამბობდნენ, რომ მთლიანობაში ისინი განიცდიდნენ სტრესის გაცილებით მაღალ დონებს, ვიდრე 1960-იანი წლების კვლევათა მონაწილეები. ამავე დროს, 1990-იანი წლების კვლევებში მონაწილე ქალები ცხოვრებაში მეტი სტრესის განცდას აღნიშნავდნენ, ვიდრე მამაკაცები.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

Holmes, T. H. & Rahe, R. H. (1967). The Social Readjustment Rating Scale. Journal of Psychosomatic Research, Vol. 11, 213-218.

კატეგორია: 
ავტორები: