განსხვავება დასწავლილსა და ქცევაში გამოვლენილს შორის.
ქცევის დასწავლის შედეგები შეცვლილი (შემცირებული, მომატებული თუ აღმოფხვრილი) ქცევის სახით ვლინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ადამიანი დაისწავლის ქცევას ან ქცევის შესაძლებლობას (იმ განწყობებს, დამოკიდებულებებსა თუ სტერეოტიპებს, რომლებიც გარკვეული ქცევის განხორციელებას ედება საფუძვლად), ყოველთვის არ ავლენს ქცევაში. მაგალითად, ადამიანს აქვს ზოგადი განწყობები, მაგალითად, დამოკიდებულება თანამედროვე ხელოვნებისადმი ან აღმოსავლური ფილოსოფიის ცოდნა, რაც არ ვლინდება გაზომვად მოქმედებებში. ასეთ შემთხვევებში, მიღწეულია პოტენცია ქცევითი ცვლილებისათვის, რადგან ნასწავლია დამოკიდებულება და ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ იმ ლიტერატურის შერჩევაზე, რასაც ადამიანი კითხულობს და, ასევე, თავისუფალი დროის გატარების ფორმაზე. სხვა სიტყვებით, დასწავლილი ღირებულება ან ესთეტიკური ორიენტაცია პირდაპირ, უშუალოდ არ ვლინდება ქცევაში, თუმცა სახეზეა მისი ირიბი, გაშუალებული გამოვლენა იმ ქცევათა იმ პატერნის სახით, რომელსაც ის უდევს საფუძვლად.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.