ლიდერობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Leadership

ტერმინი ლიდერობა გამოიყენება რამდენიმე მნიშვნელობით. კონკრეტულად, მასში იგულისხმება: (1) სხვების მუშაობის პროცესის მართვის და კოორდინაციისას ფორმალური თუ არაფორმალური ავტორიტეტის ფლობა. გამორჩეული ლიდერები არიან ისინი, ვინც ორივე ტიპის ხელმძღვანელები არიან: ფორმალური, თანამდებობრივ ავტორიტეტზე დაფუძნებული და არაფორმალური, ადამიანების სურვილზე დაყრდნობილი, რომ განსაკუთრებული თვისებებიდან გამომდინარე ემსახურონ სხვა ადამიანს. ცნობილია, რომ ლიდერები, რომელთაც ფორმალური ძალაუფლება აქვთ, არამომგებიან მდგომარეობაში არიან იმ ლიდერებთან შედარებით, რომლებსაც არაფორმალური ძალაუფლებით ორგანიზაციის ან ერის ძალების კონცენტრაცია შეუძლია. ორგანიზაციის ლიდერთა მოვალოეობაა, რომ დააწმუნონ ადამიანები გააკეთონ ისეთი რამ, რაც არასოდეს გაუკეთებიათ, გააკეთონ ისეთი რაღაც, რაც რუტინა არ არის და რისკები გაიღონ და შეიძლება მოკვდნენ კიდეც - საზოგადოებრივიკეთილდღეობისათვის. როდესაც ორგანიზაცია გაითავისებს ალექანდრე დიუმას სამი მუშკეტერის კრედოს „ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ მხოლოდ ამის შემდეგ ყალიბდება იგი ორგანიზაციად. თავისი არსით, ლიდერის საბაზისო ამოცანაა არეულობისაგან და გაურკვევლობიდან ორგანიზაციის შექმნა და ადამიანების გადააქცევა უფრო ქმედუნარიან არსებად შეკავშირებული ჯგუფის პირობებში, ვიდრე არაორგანიზებული ინდივიდების სახით არსებობისას იქნებოდა. (2) ისინი, ვისაც საკანონმდებლო ორგანოში ფორმალური პოზიცია უჭირავთ. მაგალითად: სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი ან პარტიის ლიდერი, ძირითადად, მათ „ხელმძღვანელებად“ მოიხსენებენ.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: