Leader
პიროვნება, რომელსაც მოცემული ჯგუფის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ერთობლივი მოქმედებებისათვის, ინტეგრაციის მიზნით, ძალუძს სხვაზე ზემოქმედების მოხდენა. პოლიტიკაში მოქმედების მასშტაბისა და ხასიათის მიხედვით ასხვავებენ სამი ტიპის ლ–ს:1. მცირე ჯგუფის ლ.,2.საზოგადოებრივი მოძრაობის (ორგანიზაციის, პარტიის) ლ.,3. პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებს ძალაუფლების ურთიერთობების სისტემაში, სადაც პოლიტიკური ლიდერობა სოციალური ინსტიტუტის სახით არის წარმოდგენილი.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: