კათოი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Kathoey

კათოი ტაილანდური ტერმინია, რომელსაც ადგილობრივები ტრანსგენდერი ქალის ან ფემინური მამაკაცის აღსანიშნავად იყენებენ. ტაილანდელების გარკვეული ნაწილი კათოიებს მესამე გენდერის წარმომადგენლად მიიჩნევს, სხვები კი მათ ქალებად ან მამაკაცებად მიიჩნევენ. ტაილანდში მოღვაწე გენდერის მკვლევრის, პეტერ ჯექსონის თქმით, ძველად ტერმინი კათოი ინტერსექსი ინდივიდების აღსანიშნავად გამოიყენებოდა, მე-20 საუკუნის შუა ხანებიდან კი მას კროსდრესერი მამაკაცების მიმართაც იყენებენ. საერთო ჯამში, ტაილანდში მრავალი სახის კათოის შეხვდებით, ზოგიერთი ქალივით იცვამს, მკერდის იმპლანტაციას იკეთებს და ჰორმონალურ მკურნალობას გადის, ზოგიერთი კი ქალის მაკიაჟს ატარებს, მაგრამ მამაკაცის ტანსაცმელს იცვამს. კათოები ძირითადად სტერეოტიპულად ქალებისათვის განკუთვნილ სამუშაო დაწესებულებებში საქმდებიან, მაგალითად, სილამაზის სალონებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, კაბარეებში.

ტაილანდში კათოები ბევრად ნაკლებ დისკრიმინაციას განიცდიან და სოციალურად მეტად მიღებული არიან, ვიდრე ტრანსგენდერი ადამიანები დასავლურ და, მით უმეტეს, სხვა აზიურ ქვეყნებში. ტაილანდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ კათოი მოდელები, მომღერლები და მსახიობები. კათოების სილამაზის კონკურსები ადგილობრივი კულტურის ტრადიციულ დღესასწაულად აღიქმება და მთელი მოსახლეობა ზეიმობს.

კათოები მოითხოვენ, რომ შესაძლებელი გახდეს მესამე სქესის ჩაწერა ტაილანდურ პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტში ( ამჟამად ტაილანდის კონსტიტუციით პასპორტში მხოლოდ მამრობითი ან მდედრობითი სქესები აღინიშნება). კათოებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ პასპორტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლა, თუ სქესის შეცვლის ოპერაცია აქვთ გაკეთებული.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (2000) Encyclopedia of Feminist Theories, Londond, New York, Routledge,

Jackson, P. (1999). Lady Boys, Tom Boys, Rent Boys: Male and Female Homosexualities in Contemporary Thailand, Haworth Press

Winter S, Udomsak N., (2002) Male, Female and Transgender: Stereotypes and Self in Thailand. International Journal of Transgenderism. 6,1

Winter, S. (2003) Language and identity in transgender: gender wars and the case of the Thai kathoey, Hawaii conference on Social Sciences

კატეგორია: 
ავტორები: