ყურადღების შენარჩუნების ციკლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Issue-attention Cycle

ენტონი დაუნსის (Antony Downs) მიერ შემუშავებული მოდელი, რომელიც ცდილობს ახსნას,  რა რაოდენობის პრობლემურ საკითხებზე ხდება აქცენტირება დროის ამა თუ იმ მონაკვეთში და პოლიტიკის დღის წესრიგის შემადგენელნაწილად იქცევა. ენტონი დაუნსის ყურადღების შენარჩუნების ციკლის არსებობა დაფუძნებულია მოსაზრებაზე, რომ საზოგადოებრივი  პრობლემის ობიექტური მახასიათებლების მიუხედვად საზოგადოების ყურადღება იშვიათად კონცენტრირდება ერთ საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში. ყურადღების შენარჩუნების ციკლი შედგება ხუთი საფეხურისაგან: 1) პრეპრობლემური საფეხური (არასასურველი სოციალური მდგომარეობა არსებობს, მაგრამ საზოგადოების ყურადღება ჯერ არ მიუპყრია და მხოლოდ ვიწრო, დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი, რომლებიც ცდილობენ საკითხის აქტუალიზებას); 2) „განგაშის ზარების რეკვა“ და ეიფორიული ენთუზიაზმი (დრამატული შემთხვევა საზოგადოების ყურადღების კატალიზებას ახდენს, საზოგადოებაში პრობლების გადაჭრის ენთუზიაზმი ჩნდება); 3) რაციონალური გადაფასება - ცვლილებების რაციონალური საფასურის აღიარება (საზოგადოება ნელ-ნელა ხვდება მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების სირთულეს); 4) საზოგადოებრივი ინტერესის განელება (საზოგადოება დაღლილია პრობლემით ან მობეზრებული აქვს მასზე მსჯელობა ან ახალი პრობლემური საკითხი იპყრობს მის ყურადღებას); 5) პოსტპრობლემური ეტაპი (მიუხედავად იმისა, რომ საკითხი არ გადაწყვეტილა და მის მიმართ საზოგადოებრივი ყურადღება შემცირებულია, ის საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან მაინც არ ქრება და შესაძლებელია ხელახლა მიიპყროს საზოგადოებრივი ყურადღება). სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, ყურადღების შენარჩუნების მოდელი ციკლურობით ხასიათდება და ხშირად ციკლური მოდელის სახელწოდებით მოიხსენიება. იხილეთ Antony Downs “Up and Down with Ecology: The ‘Issue-Attention Cycle” Public Interest 28 (Summer 1972) . 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: