ინტერნაციონალიზაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Internationalization

საჯარო პოლიტიკის მკვლევრები ეთანხმებიან ერთმანეთს, რომ სახელმწიფოების საერთაშორისო ვალდებულებებსა და საერთაშორისო ზეწოლას, ასევე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ნორმებსა და ღირებულებებს შეუძლიათ შექმნან საშინაო პოლიტიკის არჩევანი. 21-ე საუკუნეში მრავალი საკითხი, რომელიც ადრე განიხილებოდა წმინდა საშინაო პოლიტიკის გადაწყვეტილებებად, თანდათანობით იძენს ინტერნაციონალიზებულ სახეს (Adolino and Blake 2011:4).

ხშირად, ინტერნაციონალიზაცია განიხილება როგორც საშუალება, მეთოდი და მექანიზმი, რომლითაც საშინაო პოლიტიკის პროცესი დაკავშირებულია საერთაშორისო სისტემასთან (Howlett & Ramesh). ეს საერთშორისო აქტორები რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ მის წევრ-სახელმწიფოებზე, რამდენად ასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. საერთაშორისო სამთავრობათშორისი ორგანიზაციები ქმნიან ერთგვარ საერთაშორისო რეჟიმს მიღებული წესების, ნორმებისა და პროცედურების ერთობლიობით, რომლებიც არეგულირებენ ამ ორგანიზაციებში გაერთიანებული წევრების ქცევას (Keohane and Nye, 1989).

ამ მხრივ, ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მათი მომაბეზრებელი წესებით, რომლებიც პოლიტიკის თითქმის ყველა სექტორს წვდება და ზოგჯერ სცილდება ამ ფინანსური ვალდებულებებით განსაზღვრულ დიაპაზონს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების ყურადღების მობილიზება შეუძლიათ როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის მასშტაბით და აქტიურად ეწევიან პოლიტიკის ადვოკატირებას როგორც კონკრეტული პრობლემის ინიცირების, ისე მისი გადაწყვეტის გზების შეთავაზების კუთხით (Howllet & Ramesh). მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ანგარიშებსა და შეფასებებს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკის შესახებ, თავის მხრივ, ყურადღებას აქცევენ და უსმენენ საერთაშორისო სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციებიც, რომელთაც სანქციების გატარების ძალაუფლება აქვთ. 

საერთაშორისო აქტორებს ქვეყნის საშინაო პოლიტიკის წარმოების სფეროში ძლევამოსილ მოთამაშეებად კონკრეტული სფეროს პოლიტიკის ექსპერტიზა აქცევს (Barnett and Finnemore, 1999). ეს, ასევე ეხება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც, რომლებიც ხშირად ექვემდებარებიან საერთაშორისო გავლენას დასავლელი მრჩევლების მითითებებით. საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალური ნორმებისა და იდეების მნიშვნელოვან დისტრიბუტორებად გვევლინებიან (Finnemore and Sikkink, 1998). ამრიგად, ინტერნაციონალიზაცია პოლიტიკის კურსის ცვლილების „სასიცოცხლო კატალიზატორია“, რომელიც ხშირად წარმოქმნის ახალ აქტორებს და იდეებს საშინაო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რასაც მივყავართ „პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებამდე სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალ სექტორსა და სფეროში“ (Howllet and Ramesh 2002: 41). ჰოულეტისა და რამეშის აზრით, ინტერნაციონალიზაციას მოაქვს ახალი იდეები და შემოჰყავს ახალი აქტორები პოლიტიკის პროცესში და, როგორც წესი, შედეგის სახით იწვევს „არსებით“ ცვლილებას პოლიტიკის მიზნებსა და პოლიტიკის მექანიზმის ტიპებში.  

ყველაზე კარგად შესწავლილი საერთაშორისო ორგანიზაცია, საშინაო პოლიტიკის ცვლილებაზე მისი ზეგავლენის თვალსაზრისით, ევროკავშირია (Cowles et al. 2001; Ladrech 2010; Héritier et al. 2001; Börzel and Risse (2003) Begrlund et al. (2006);  Radaelli 2003). ევროპეიზაციის მკვლევრები აქტიურად აანალიზებენ, თუ რამდენად სწრაფად ხორციელდება ევროკავშირში ზენაციონალურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების ნაციონალურ დონეზე დანერგვა - „რაკი ევროკავშირის პოლიტიკის პროცესმა წარმოქმნა შედეგი - მნიშვნელობა არა აქვს დირექტივის, რეგულაციის თუ უფრო შორსმიმავალი ინიციატივებით იქნება ის შეთავაზებული - ეს კანონმდებლობა და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მისი დანერგვა წევრ-სახელმწიფოებში იწვევს შესაბამის ცვლილებს“ (Ladrech 2010:2). 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: