ინსტრუმენტული სწავლების ტიპი, უმეტესწილად, ეხება პოლიტიკის განხორციელების პროცესში გამოყენებულ საშუალებებსა და ტექნიკებს. იმ შემთხვევაში, თუკი, პოლიტიკისამა თუ იმ კურსის განხორციელების შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა და პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიღებული უარყოფითი უკუკავშირის საფუძველზე პოლიტიკის ცვლილებების საჭიროება ჩნდება, მიიჩნევა, რომ ინსტრუმენტულმა სწავლებამ გაამართლა და პოზიტიური შედეგები მოიტანა ცვლილებების თვალსაზრისით. პრაქტიკაში, მსგავსი სწავლების შედეგად განხორციელებული ინოვაციური ცვლილებების საფუძვლად ხშირად სახელდება ექსონ ვალდესის ნავთობის წყნარ ოკეანეში მასიური ჩაღვრის შემთხვევა და მის შედეგად მიყენებული ეკოლოგიური კატასტროფა, რომელის საფუძველზეც გარემოს დამცველ ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ აქტიურად გაეკრიტიკებინათ მანამდე არსებული დაცვითი სისტემები და მოეთხოვათ ახალი, გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველი, სისტემების დანერგვა, რომლითაც თითოეული კომპანია ვალდებული იქნებოდა გამოეყენებინა ნაკლები რისკის მატარებელი ტექნოლოგიური საშუალებები ანალოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. ინსტრუმენტული სწავლების შედეგად 1990 წელს მიღებულმა ნავთობით დაბინძურების აქტმა მსგავსი ახალი პრაქტიკების დანერგვის საშუალებები შექმნა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.