ინფორმაციული გავლენა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Informational Influence

ინფორმაციული გავლენა არის ჯგუფის ეფქტი, რომელიც წარმოიშობა ინდივიდის სურვილის საფუძველზე, იყოს სწორი, კორექტული და იცოდეს, როგორ უნდა მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში. დოიჩისა და ჯერარდის განმარტების მიხედვით, ინფორმაციული გავლენა ეს არის სხვებზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაცია, რომელსაც ინდივიდი რეალობის დასამოწმებლად  იყენებს.

მრავალ ცხოვრებისეულ სიტუაციაში საკმაოდ რთულია ქცევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, ელეგანტურ რესტორანში ვახშმობისას, როდესაც რამდენიმე, განსხვავებული დანა-ჩანგალი დევს, ინდივიდები პირველი კერძის გასინჯვისას აკვირდებიან სხვა ადამიანებს, რათა სათანადო არჩევანი გააკეთონ. გარდა ამისა, ინფორმაციული გავლენა განსაკუთრებით ძლიერდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც ან სტიმული არის ორაზროვანი, ან სოციალურ აზრთა სხვადასხვაობაა.

მუზემერ შერიფმა კლასიკური ექსპერიმენტით დაამტკიცა, რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ითამაშოს ინფორმაციულმა გავლენამ ნორმების ფორმირებასა და გამყარებაზე. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილეებს სთხოვდნენ შეეფასებინათ სინათლის წერტილის მოძრაობა, რომელიც რეალურად არ მოძრაობდა, მაგრამ მოძრავად აღიქმებოდა ბნელ ოთახში. ეს აღქმის ილუზიაა, რომელსაც ავტოკინეტიკური ეფექტი ეწოდება. ცდის პირების შეფასებები ინდივიდუალურ დონეზე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონაწილეები ერთ ჯგუფად გააერთიანეს, შეფასებებები თანდათან ერთმანეთს თანხვდებოდა. ამავე ექსპერიმენტის ფარგლებში გამოვლინდა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - მას შემდეგ რაც ჯგუფში ნორმები ერთხელ ჩამოყალიბდება, მათ განმეორების ტენდენცია გააჩნიათ. მოგვიანებით ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურეს, რომ ავტოკინეტიკური ეფექტის ნორმები დროში მდგრადი იყო ერთი წლის შემდეგ, ხოლო უფრო მოგვიანებით შეამოწმეს ეს ეფექტი, აღმოჩნდა, რომ როცა უკვე აღარ არსებობს ჯგუფი, რომელმაც ნორმები შეიმუშავა, ნორმა მაინც გადაეცემა ერთი თაობიდან მეორეს და აგრძელებს არსებობას.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Vaughan, G.M; Hogg, M (2014) Social Psychology 7th Edition. Pearson Australia

კატეგორია: 
ავტორები: