აღმძვრელები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Inentives

მოტივაციის თეორიებში მოტივაციის ერთ-ერთ წყაროდ გამოყოფილია აღმძვრელები. აღმძვრელები, ეს არის ექსტერნალური სტიმულები ან წახალისება, რომლებიც წარმოადგენენ ქცევის მამოტივირებლებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ არ უკავშირდებიან ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს.

არაერთი ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ქცევა არ არის მოტივირებული მხოლოდ შინაგანი ლტოლვებით. ქცევის მოტივატორი შეიძლება იყოს, ასევე აღმძვრელი - გარეგანი სტიმულები ან წახალისება. როცა ექსპერიმენტებში მაიმუნები და ვირთხები გარემოზე მოცემულ ობიექტებზე არიან მიმართულები და არა შინაგან მდგომარეობაზე, ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მათ ქცევას აღმძვრელები მართავენ და არა შინაგანი ლტოლვები.

ადამიანის ქცევის შემთხვევაშიც - მას მრავალგვარი აღმძვრელი აკონტროებს. ეს აღმძვრელები ქცევის განხორციელებისაკენ უბიძგებენ ინდივიდს. აღმძვრელების არსებობის შემთხვევაში ინდივიდს აქვს მოლოდინი, რომ კონკრეტული ქცევას განახორციელებს ან შედეგად მიიღებს გარკვეულ, თავისთვის სასურველ რეზულტატს. მაგალითად, დასწავლის შემთხვევაში აღმძვრელი შეიძლება იყოს დასწავლის შედეგად მიღებული მოსალოდნელი შექება გარემოსგან. იმის მიხედვით, თუ რა არის ინდივიდის წამყვანი მოტივაცია, სხვადასხვა აღმძრელი შეიძლება იყოს მასტიმულირებელი. გასათვალისწიენბელია ის ფაქტიც, რომ აღმძრელები განსაკუთრებით ძლიერად მაშინ მოქმედებენ, როცა ინდივიდი ხანგრძლივი დროის მანძილზე არის დეპრივირებული სასურველი აღმძვრელისგან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Mangal, K.S. (2002) Advanced Educational Psychology, 2nd Edition. PHI Learning Private Limited, New Dehli

კატეგორია: 
ავტორები: