მსოფლმხედველობრივი პოზიცია, ქცევის პრინციპი, რომელიც ინდივიდს აბსოლუტური ღირებულების სახით გამოარჩევს. ხასიათდება ინდივიდუალური ინტერესებსი პრიმატით კოლექტივისტურთან მიმართებაში. ი–ის სათავეები იძებნება დასავლეთევროპულ აზროვნებაში, მისი პრობლემატიკა ყალიბდებოდა სოციალური, ქცევითი და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა სფეროში და, ძველი ბერძნებიდან დაწყებული, თავს იჩნეს იდეების, პოლიტიკისა და ეკონომიკის, რელიგიისა და ფილოსოფიის ისტორიაში. თანამედროვე კულტურის მეცნიერებებში, ი., როგორც პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთმიმართებაში კულტურის ღირებულებითი ორიენტაცია, მის საპირისპირო პოლუსთან – კოლექტივიზმთან ერთად, მიიჩნევა კულტურის სპეციფიკური თავისებურებების ამსახველ მახასიათებლად. ინდივიდუალისტურად მიიჩნევა თანამედროვე დასავლურ საზოგადოებათა უმრავლესობის, აგრეთვე აშშ–ისა და კანადის კულტურები.
ინდივიდუალიზმი
Individualism
კატეგორია: