ზოგადად, აღნიშნული ტერმინი გამოიყენება სამთავრობო სისტემის დერეგულაციისა და დეცენტრალიზაციის პირობებში შექმნილი კვაზი-დამოუკიდებელი სამთავრობო ერთეულების აღსანიშნავად, რომელიც გამოიყენება სამთავრობო სპეციფიური ფუნქციების შესრულებაზე ორიენტირებული ერთეულების სახით. მათ საჯარო ადმინისტრირების თეორიაში სპეციფიური ტერმინით - „Arm’s Length“ (“მოკვეთილი მკლავი”) სახელითაც კი მოიხსენიებენ და მასში აერთიანებენ ყველა იმ სააგენტოს, ფონდს, კომისიასა თუ ინსტიტუტს, რომლებიც დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი სამთავრობო უწყებისგან (მთავრობა, პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროები) განსხვავებით რიგი ავტონომიურობით სარგებლობენ და რომლებსაც, დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი უწყებისგან განსხვავებით დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებისა და ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული მომსახურეობის სისტემის შეთავაზების უფლება ენიჭებათ.
შეერთებულ შტატებში ფედერალური აღმასრულებელი სააგენტო, რომელიც აღმასრულებელ დეპარტამენტსა ან პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის შემადგენლობაში არ შედის. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა სმითსონის ინსტიტუტი (Smithsonian Institution), უკვე დიდი ხანია არსებობს. სხვა ბევრი კი მეოცე საუკუნეში მთავრობის ვალდებულებების გაზრდასთან ერთად შეიქმნა. მარეგულირებელი კომისია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ დაარსებული დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც ამერიკის ეკონომიკის ზოგიერთ ასპექტს არეგულირებს. მათ შორისაა უსაფრთხოების და გაცვლის კომისია და ფედერალური ვაჭრობის კომისია. ეს კომისიები, რა თქმა უნდა, ამერიკის მთავრობისაგან დამოუკიდებლად არ არსებობენ. ისინი კონგრესის მიერ მიღებულ სპეციალურ კანონებს ექვემდებარებიან. დამოუკიდებელი სააგენტოები და მარეგულირებელი კომისიები შეიძლება, პრეზიდენტის პირადი კონტროლის ქვეშ მყოფ და არმყოფ დანაყოფებად დაიყოს. ის დანაყოფები, რომლებიც პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ არიან დამოუკიდებელ აღმასრულებელ კომისიებად შეიძლება კლასიფიცირდეს, ხოლო პრეზიდენტის კონტროლისაგან თავისუფალი დანაყოფები, თავის მხრივ, დამოუკიდებელ მარეგულირებელ კომისიებად და მთავრობისაგან დაფინანსებულ ინიციატივებად იყოფა.
დამოუკიდებელი აღმასრულებელი სააგენტოები, მცირე გამონაკლისის გარდა, პრეზიდენტის მიერ დანიშნული და შეერთებული შტატების სენატის მიერ დამტკიცებული პირების მიერ იმართებიან. ეს მმართველები პრეზიდენტს ემსახურებიან და მისგანვე შეიძლება, განთავისუფლებული იყვნენ დაკავებული თანამდებობიდან. ისინი მართვის და ბიუჯეტირების ოფისს (Office of Management and Budge (OMB) ექვემდებარებიან, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემადგებლობაში შედის, წარუდგენენ ბიუჯეტის განხილვისა და დაზუსტების მოთხოვნას. დამოუკიდებელი აღმსარულებელი კომისიების მაგალითად შეგვიძლია გარემოს დაცვის სააგენტო, ზოგადი მომსახურების ადმინისტრაცია და მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია მოვიყვანოთ. დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები (როგორიცაა ფედერალური ვაჭრობის კომისია) და მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივები (როგორიცაა ტენესის ველის ხელისუფლება) არიან ორგანოები, რომლებიც რამდენიმე საგანგებო კომისრის, დირექტორების ან გუბერნატორების მიერ იმართება და რომლებიც, თავის მხრივ, პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული და სენატის მიერ დამტკიცებული. დამოუკიდებელი აღმასრულებელი სააგენტოების მმართველებისაგან განსხვავებით, ისინი განსაზღვრული დროის განმავლობაში იკავებენ პოზიციას და პრეზიდენტს მისი სურვილის მიხედვით არ შეუძლია მათი გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია და თითქმის ყველა მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივა ბიუჯეტს მართვის და ბიუჯეტირების ოფისთან (OMB) შეთანხმებით ადგენს, ისინი ამ ბიუჯეტზე სრულად დამოკიდებულნი არ არიან.
თითქმის ყველა მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივა თავისი ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილის გენერირებას გარე წყაროებიდან ახდენს, მაგრამ დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები მთავრობაზე არიან დამოკიდებული. პერიოდული ასიგნაციებისა და აპრობაციის მოსმენების ქვეშ მყოფი დანაყოფები (ყველა დამოუკიდებელი აღმასრულებელი და დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიები და მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის უმეტესობა) კონგრესში მათი აქტივობების განხილვის პროცედურას გადის. აღსანიშნავია, რომ ბევრი მათგანის მარეგულირებელი ფუნქცია სხვადასხვა კაბინეტის (სამინისტროების) დეპარტამენტის მიერ სრულდება. მაგალითად, საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია ჯანმრთელიბისა და ადამიანების სერვისის დეპარტამენტი, და საკვების უსაფრთხოების და ინსპექციის სერვისი სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შემადგენლობაშია. დამოუკიდებელი სააგენტოები და მარეგულირებელი კომისიები დიდი ხანია რაც პატრონაჟის განხორციელების ადგილად მიიჩნევა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.