ადამიანური რესურსების მართვა გულისხმობს ხუთი ძირითადი ფუნქციების შესრულებას. ესენია, ორგანიზება, დაგეგმვა, ორგანიზაციაში შემოსვლის მართვა, სამუშაოს მართვა და ორგანიზაციიდან გასვლის მართვა. თითოეული ფუნქცია მოიცავს ქვეფუნქციებსა და კონკრეტულ პროგრამებს. საჯარო სამსახურის სისტემაში შემავალი დაწესებულებები, მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ადამიანური რესურსების მართვის ფარგლებში განხორციელებული კონკრეტული პროგრამებით, მაგრამ ეს განსხვავება მიღებულია თუ იგი მოქცეულია ერთიან ღირებულებათა ჩარჩოებში. ღირებულებათა ჩარჩო მოიცავს: დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას - გადაწყვეტილების მიღება (დასაქმება, დაწინაურება) ხდება თანამშრომლების კომპეტენციაზე დაყრდნობით და ორგანიზაციის წინაშე მათი დამსახურებების გათვალისწინებით; სამართლიანობას - გადაწყვეტილება მიიღება სამართლიან არგუმენტზე და კრიტერიუმზე დაყრდნობით; დივერსიფიკაციას - თანამშრომელთა შემადგენლობა მრავალფეროვანია და მასში გათვალისწინებულია სოციუმის მრავალფეროვნება სოციალური, რელიგიური, გენდერული, ეთნიკური და სხვა ფაქტორების მხრივ; მიზანშეწონილებას - ორგანიზაციის წინაშე არსებული ალტერნატივებიდან გადაწყვეტილების მიიღება ფინანსური და სხვა რაციონალური ნიშნით ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილება; გამჭვირვალობას - ღია და საჯარო მიდგომების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვის ფუნქციის დაგეგმვასა და განხორციელებისას. მართვის პროცედურები გაწერილია ღიად და მისი შესრულების მონიტორინგი შეუძლია შესაბამისი უფლების მქონე ნებისმიერ პირს; საჯარო ინტერესების უზენაესობას - ნებისმიერი გადაწყვეტილება და პროცესი ორგანიზაციაში მიმართულია მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე. პროცესების ორგანიზება ხდება იმგვარად, რომ პროდუქტიულად მოხდეს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვა.(ბზიშვილი, თ. (2015, დეკემბერი). ადამიანური რესურსების მართვის როლი საჯარო ადმინისტრირებაში. მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press