შრომის ჰუმანიზაცია ეს არის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს შრომითი მართვის პირობების გაუმჯობესებას და როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური, მორალური და ფსიქოლოგიური სამუშაო ძალის უფრო ეფექტურად და ეფექტიანად გამოყენებას. წამყვანი ამერიკელი ექსპერტები გამოყოფენ შრომის ფუმანიზაციის 4 ძირითად პრინციპს: უსაფრთხოების პრინციპი – ინდივიდებმა სამუშაო ადგილას თავი უნდა იგრძნონ უსაფრთხოდ. მათ უნდა იცოდნენ, რომ საფრთხე არ ემუქრება მათ ჯანმრთელობას, ანაზღაურებას და, რაც მთავარია, მათ მომავალს; კაპიტალის პრინციპი – ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს იმ გაწეულ შრომას, რომელსაც ინდივიდი სწევს ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ამისთვის საჭიროა, რომ ხელფასები განაწილდეს უნარებისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით; პიროვნების განვითარების პრინციპი – თითოეული ადამიანი უნიკალურია, ორგანიზაცია ისე უნდა იყოს სტრუქტურირებული, რომ მან მისცეს პერსონალს განვითარების საშუალება და კარიერულ კიბეზე დაწინაურების პერსპექტივა; დემოკრატიის პრინციპი – უნდა გაუქმდეს ხისტი იერარქიული მართველობა. თანამშრომლები თანაბრად უნდა იყვნენ ჩართული მართვაში, რაც გულისხმობს ავტონომიურ ჯგუფებს, არჩევნებში მონაწილეობას. დემოკრატიული პრინციპი, ასევე ეხება მოგების განაწილებასა და საინვესტიციო პოლიტიკას. ამ კონცეფციას აქვს მეორე განმარტებაც, რაც გულისხმობს ორგანიზაციულ, ტექნიკურ და სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების კომპლექტს, შეცვალოს სამუშაო პირობები და სამუშაო გარემო, სამუშაოს შინაარსი, ფორმები და მეთოდები მართვის ოპტიპალური შედეგების მისაღწევად და შეცვალოს ადამიანთა შრომითი საქმიანობა. შრომის ჰუმანიზაცია აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, სადაც წამყვანი ტენდენცია სოციალური და შრომით ურთიერთობებია. (გობეჩია, გ. (2015, დეკემბერი). შრომის პირობები.მასალა წარმოდგენილი საჯარო ადმინისტრირების თეორიისა და პრაქტიკის ლექციაზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი.)
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press