არჩეული აღმასრულებლის პოზიციაზე დანიშვნიდან გასული მცირე პერიოდი, როცა შესაძლოა, ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს პრესასთან, საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებასთან. თაფლობის თვეები, რომლებიც რამდენიმე საათი ან თვეები შეიძლება გაგრძელდეს მთავრდება მაშინ, როცა აღმასრულებელი (იქნება ეს პრეზიდენტი, გუბერნატორი ან მერი) იწყებს მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას და იფუჭებს ურთიერთობას ამა თუ იმ ამომრჩეველა ჯგუფთან. როგორც პოლიტიკური ტერმინი, თაფლობისთვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც გამოიყენება. 1796 წლის 27 დეკემბერს ედვარდ რათლეჯისათვის (Edward Rutledge) მიწერილ წერილიში თომას ჯეფერსონი ამ ტერმინს იყენებს პრეზიდენტობის გასაანალიზებლად: „ვიცი რომ ვერავინ გამოიტანს იმ ოფისიდან იმავე რეპუტაციას, რომლითაც შევიდა იქ. თაფლობის თვე იქნება ისეთივე მოკლე, როგორც სხვა შემთხვევებში, და განცდილი ექსტაზის წუთებს ტანჯვისა და სიძულვილის წლები გამოისყიდის.“ ეს ტერმინი კვლავ აქტიურად გამოიყენება დღესაც. როგორც პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა მოახსენა კონგრესს ერთობლივ სხდომაზე 1974 წლის 12 აგვისტოს: „მე არ მინდა თაფლობის თვე თქვენთან, მე მინდა კარგი ქორწინება.“ პოლიტიკის კვლევებში ამ ტერმინის სამეცნიერო დონეზე გამოყენება უკავშირდება ჯ.კინდგონის სახელს, რომელიც მან არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირების გარე აქტორებთან „დამყოლი“ ურთიერთობების აღსანიშნავად გამოიყენა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.