ჰომეოსტაზი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Homeostasis

(ბერძნ. homoios - მსგავსი და stasis - უძრაობა) თვითრეგულირებადი პროცესი, რომლის დროსაც ბიოლოგიური სისტემა გადარჩენისათვის ოპტიმალური პირობებისადმი შეგუებისას ინარჩუნებს მუდმივობასა და მდგრადობას. თუ ჰომეოსტაზი წარმატებულია, სისტემა ფუნქციონირებას აგრძელებს, ხოლო თუ წარუმატებელი, მაშინ შედეგი დაზიანება ან სიკვდილია. სხვა სიტყვებით, ჰომეოსტაზი დინამიკური ეკვილიბრიუმი ანუ წონასწორობის შენარჩუნების პროცესია, რომლის დროსაც მუდმივად მიმდინარე ცვლილებები უზრუნველყოფენ სისტემის ბალანსს და შედარებით მუდმივობას.

ინტეგრირებული და კოორდინირებული ფუქციონირების ყველა პროცესი ჰომეოსტაზის მაგალითია.

ჰომეოსტაზის მსგავსი პროცესია თერმოსტატის მოქმედება. თერმოსტატის ძირითადი ნაწილი ბიმეტალური ლენტაა, რომელიც რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე ელექტრული წრედის ჩართვით და გამორთვით. როდესაც ტემპერატურა დაბლა იწევს, წრედი ირთვება, ღუმელი მუშაობას იწყებს და ტემპერატურა მატულობს.  ხოლო, როცა ტემპერატურა მიაღწევს ნიშნულს, წრედი წყდება, ღუმელი ჩერდება და, შესაბამისად, ტემპერატურა იკლებს. 

თერმოსტატის ფუქნციონირების მსგავსად, ნებისმიერი სისტემა გარკვეულ შინაგან მდგრადობას აღწევს სწორედ ბალანსის შენარჩუნებით. როდესაც ბალანსი ირღევვა, ის ხელახლა აღადგენს მას.

ადამიანის სხეულის თბორეგულაცია ბიოლოგიური სისტემის ჰომეოსტაზის კარგი მაგალითია. ნორმალურ პირობებში სხეულის ტემპერატურა მერყეობს 36,60 C-ის სიახლოვეს, თუმცა სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით იგი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში ჩართულია თავის ტვინის  სპეციალური უბანი - ჰიპოთალამუსი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში საპასუხოდ აამოქმედებს კომპენსატორულ მექანიზმებს (მაგ., სუნთქვის რიტმის ცვლილება, სისხლში შაქრის შემცველობა, მეტაბოლიზმის ტემპი და ა.შ.), რომლებიც უზრუნველყოფენ ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.britannica.com/EBchecked/topic/270188/homeostasis

კატეგორია: 
ავტორები: