ჯანმრთელობის ფსიქოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Health Psychology

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი, რომლის მთავარ მიზანია დაადგინოს, როგორ ინარჩუნებენ ადამიანები ჯანმრთელობას, როგორ ხდებიან ავად და როგორ რეაგირებენ ავადმყოფობაზე. ჯანმრთელობა გულისხმობს სხეულისა და გონების ზოგად მდგომარეობას, რომელიც სიძლიერისა და ენერგიულობის ტერმინებით აღიწერება. ეს არ არის მხოლოდ დაავადების ან დაზიანების არარსებობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ფუნქციონირებენ სხეულის შემადგენელი ნაწილები ერთად.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგია, როგორც დამოუკიდებელი სუბდისციპლინა 1978 წელს დაფუძნდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ სამედიცინო სფეროში ინდუსტრიალიზაციის შედეგად მომხდარმა სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა მინიმუმამდე დაიყვანა სიკვდილიანობის გამომწვევი მრავალი დაავადება. მაგალითად, ინფექციური დაავადებები. თუმცა, მექანიკური მიდგომა, რომელმაც საკმაოდ ეფექტურად შეძლო ამ ტიპის დაავადებების დამარცხება, უძლური აღმოჩნდა ისეთ ქრონიკულ დაავადებებთან მიმართებაში, როგორიც არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, შიდსი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ დახვეწილი ტექნოლოგიებით შესაძლებელი გახდა დაავადებების დახვეწილად დიაგნოსტირება და მკურნალობის სტრატეგიების შემუშავება, ქრონიკულ დაავადებებთან მიმართებაში ამას მნიშვნელოვნად არ უმოქმედია მკურნალობის შედეგებზე.

ამ ფაქტებმა ეტაპობრივად აიძულა მეცნიერები, გადაეხედათ ტრადიციული, ბიოსამედიცინო მოდელისათვის, რომელიც სხეულისა და გონების დუალისტური მეთოდით ხელმძღვანელობს და ფიზიკურ სხეულს გონებისგან დამოუკიდებლად მკურნალობს. მიდგომის გადააზრების შედეგად ახალი მოდელი გაჩნდა: ბიოფსიქოსოციალური მოდელი.

ბიოფსიქოსოციალური მოდელი სამ კომპონენტს მოიცავს. ბიო- მიუთითებს ბიოლოგიური ავადმყოფობის რეალურ არსებობაზე, ფსიქო და სოციალური კი ჯანმრთელობის ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპონენტებსა და ასპექტებზე. ეს მიდგომა ერთმანეთთან აკავშირებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გონების მდგომარეობასა და გარემომცველ სამყაროს და უშვებს, რომ ეს სამივე კომპონენტი მნიშვნელოვნად ურთიერთზემოქმედებს ერთმანეთზე.

ჯანმრთელობის ფსიქოლოგიის ზოგადი მიზანი ინდივიდის კარგად ყოფნასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოზიტიური ქცევის ხელშეწყობისათვის აუცილებელი და საჭირო  ფსიქოლოგიური ცოდნის გამოყენება. მისი მიზანია, ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვისკენ უბიძგოს პაციენტს და ამ მიზნით გარკვეულ სტრატეგიებს ავითარებს.

ზოგად სტრატეგიებსა და კონკრეტულ ტაქტიკებს,  რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანთა ავად გახდომის რისკის გამორიცხვას ან შემცირებას - ჯანმრთელობის პროფილაქტიკა ეწოდება. მრავალი ათწლეულის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენრს, რომ დაავადებებისა და სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინდივიდების ქცევაა. ხშირად, ადამიანები ჯანმრთელობისთვის სარისკო ქცევებს ახორციელებენ, მაგალითად,  აშშ-ში სიკვდილიანობის გამომწვევი 10 დაავადებებიდან 9 ნაწილობრივ მაინც გამოწვეულია ზემოთ ხსენებული სარისკო ქცევებით.

ქრონიკული დაავადების კონტროლი და მოსახლეობის ჯანმრთელობის ზოგადი დონის გაუმჯობესება ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების: სიგარეტის მოწევის, ალკოჰოლის მოხმარების, ნარკოტიკებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთირებების გამოყენების და ა.შ. შემცირებას მოითხოვს. ჯანმრთელობის ფსიქოლოგიაში მომუშავე ფსიქოლოგთა გარკვეული ნაწილი სწორედ ამ ტიპის სტრატეგიებისა და ტაქტიკების შემუშავებაზე მუშაობს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: