ჯგუფის დინამიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Group Dynamics

ჯგუფის დინამიკა ეს არის იმ ჯგუფური პროცესების კვლევა, რომლებიც ცვლიან ინდივიდების ფუნქციონირებას. ამ საკითხის პირველ მკვლევრად კურტ ლევინი ითვლება, რომელსაც სურდა შეესწავლა საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ლიდერები თავიანთ მიმდევრებზე ზემოქმედებენ და ის მექანიზმები, რომლებითაც ჯგუფური პროცესები გავლენას ახდენენ ინდივიდზე და ცვლიან მის ქცევას.

ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეიძლება აღმოცენდეს გარკვეული დინამიკური პროცესები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ საბოლოო შედეგზე. მაგალითად, ჯგუფური აზროვნება.

ირვინ ჯენისის მოსაზრების მიხედვით, ჯგუფური აზროვნება ეწოდება აზროვნების ფართო პატერნს, რომლის დროსაც, გადაწყევტილების მიღების პროცესში მყოფი ჯგუფი კონსენსუსის მისაღწევად არასასურველი ინფორმაციის გაცხრილვის ტენდენციას იყენებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მაშინ გვხვდება, როცა ის ლიდერის მოსაზრებას ემთხვევა.

ჯგუფური აზროვნების თეორიის შექმნას წინ ისტორიული მოვლენები და მათი ანალიზი უსწრებდა. პრეზიდენტმა კენედიმ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო კუბაში შეჭრის გადაწყვეტილება, რაც კაბინეტის სხდომა ჩაატარა, რომელზეც შეჭრის მომხრეებმა მოწინააღმდეგეების ყველა არგუმენტი დათრგუნეს.  ჯენისს სურდა ჯგუფური აქტივობის ის მახასიათებლები გამოეყო, რომლებიც ხელს უწყობდნენ ჯგუფის წევრების დამორჩილებას ჯგუფური აზროვნებისადმი. მისი აზრით, ერ-ერთი ასეთი ფაქტორი ჯგუფის შეჭიდულობის ხარისხია. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჯგუფები, რომლებიც ძლიერი შიდაჯგუფური შეჭიდულობით ხასიათდებიან, მეტად არიან მიდრეკილნი ჯგუფური აზროვნებისკენ. კიდევ ერთი მიზეზი, რაც ხელს უწყობს ჯგუფური აზროვნების აღმოცენებას, ჯგუფს შიგნით არსებული კოლექტიური სურვილია, რომელიც იმისკენ არის მიმართული,  რომ მთელი ჯგუფისთვის მისაღები დადებითი მოსაზრება შენარჩუნდეს და რეალიზდეს.

ჯგუფური აზროვნების შედეგს წარმოადგენს ისეთი ფენომენი, როგორიც არის ჯგუფის პოლარიზაცია. ჯგუფის პოლარიზაცია  ჯგუფის ტენდენციაა, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმაზე გაცილებით ექსტრემალურია, ვიდრე ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც  ინდივიდუალურად და ცალ-ცალკე მიიღებდნენ იმავე ჯგუფის წევრები.

ჯგუფური პოლარიზაციის მაგალითია შემთხვევა, როცა ინდივიდი მეგობრებთან ერთად უყურებს ფილმს და მოსწონს, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთად გაარჩევენ, აზრს იცვლის და ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ფილმი წარმოუდგენლად სუსტი აღმოჩნდა“.

ყოველთვის, როცა მთლიანად ჯგუფის შეფასება უფრო უკიდურესია, ვიდრე ცალკეული წევრების შეფასებების საშუალო, სახეზეა პოლარიზაციის ტენდენცია. თუმცა, ჯგუფური აზროვნებისგან განსხვავებით, ჯგუფის პოლარიზაცია ჯგუფის დინამიკის შემადგენელი  ნორმალური პროცესია. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Weiten, W. (2011) Psychology : Themes and Variations,  Briefer Version. 8th Edition, Wadsworth, Cengage Learning.

კატეგორია: 
ავტორები: