ამერიკის შეერთებულ შტატებში ლინდონ ბ. ჯონსონის (Lyndon B. Johnson) ადმინისტრაციის დროს, 1960-იან წლებში დაწყებული რეფორმირების ახალი ჩარჩო, რომელმაც ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები მთლიანად ფედერალურ დონეს დააფუძნა და ამ თვალსაზრისით აქცენტი ახალი ტიპის პროგრამულ დაფინანსებაზე გადაიტანა. მისი მიზანი „სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა“ იყო. თ.რუზველტის „ახალი ერის“ რეფორმების შემდეგ, ეს შეერთებული შტატების ისტორიაში, ყველაზე ფართომასშტაბიანი რეფორმირების შესაძლებლობა გახლდათ. „დიდი საზოგადოების“ სახელწოდებით ცნობილი პროგრამების არსი დაფუძნებული იყო რწმენაზე, რომ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ახალი ფედერალური პროგრამები გადაწყვეტდა. ეს პრეზიდენტ ლ.ჯონსონის მცდელობა იყო ფედერალური რეფორმებით წვლილი შეეტანა სოციალური უსამართლობის დონის შემცირებაში. 1964 წლის 23 მაისს, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ არა მარტო მდიდარ და ძლიერ საზოგადოებას, არამედ უფრო მეტს - დიდ საზოგადოებას. დიდი საზოგადოება ეფუძნება სიმდიდრესა და თავისუფლებას ყველასათვის. ის მოითხოვს საბოლოოდ დასრულდეს სიღარიბე და რასობრივი უსამართლობა“. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ლ.ჯონსონის „დიდი საზოგადოების“ პროექტების ვიეტნამის ომსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს შეეწირა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press