შუშის ჭერი

Glass Ceiling

უხილავი ბარიერი, რომლითაც ორგანიზაციის უმაღლესი დონის პოზიციები, ერთი შეხედვით, მიღწევადი ჩანს, თუმცა, რეალობაში, ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება ეთნიკური, რელიგიური, გენდერული დისკრიმინაციის აღსანიშნავად საჯარო სექტორის ორგანიზაციებში კარიერული წინსვლის მიღწევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ქალები და უმცირესობები ხშირად მიიჩნევენ, რომ „შუშის ჭერი“ ხელს უშლის მათ წინსვლას.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: