გეშტალტთერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gestalt Therapy

გეშტალტთერაპია ფსიქოთერაპიულ მიდგომაა, რომლის მიზანიც პიროვნების გამთლიანებაა. ამის მისაღწევად გეშტალტთერაპია გოენბისა და სხეულის გაერთიანებას ცდილობს.

გეშტალტთერაპიის ფუძემდებლად ფრიც პერლზი ითვლება, რომელმაც თავის მეუღლესთან და პოლ გუდმანთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ თერაპიული მიდგომის შექმნასა და განვითარებაში. დღესდღეობით,  გეშტალტთერაპია სამ ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება: ფენომენოლოგია, დიალოგი და სფეროს თეორია.  თერაპიის მთავარი მიზანი საკუთარი თავის შეცნობა ანუ თვითშემეცნებაა. ამ შედეგის მისაღწევად კი თერაპევტი კლიენტს ეხმარება, რომ გამოხატოს შეკავებული გრძნობები და აღიაროს წარსულის კონფლიქტების შემდეგ დარჩენილი  საქმეები. ნავარაუდებია, რომ აუღიარებელი და დაუსრულებელი საქმეები ხელს უშლის ინდივიდის ფსიქოლოგიურ ზრდასა და განვითარებას, ამიტომ აუცილებელია მისგან გათავისუფლება. პერლზი მიიჩნევდა, რომ „ჩვენ ხელახლა უნდა ვაღიაროთ და ჩვენად მივიღოთ საკუთარი პიროვნების ეს პროეცირებული, დანაწვრებული ნაწილები და ჩვენად მივიღოთ ის დაფარული პოტენციალი, რომელიც სიზმარში იჩენს თავს“.

გეშტალტთერაპიის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული და ცნობილი მეთოდი ე.წ. „ცარიელი სკამის“ ტექნიკაა. კლიენტს ევალება წარმოიდგინოს, რომ ცარიელ სკამზე მისი რომელიმე გრძნობა, პიროვნება, ობიექტი ან სიტუაციაა მოთავსებული და უნდა ესაუბროს სკამზე „მჯდომს“. მაგალითად, შეიძლება სკამზე კლიენტის დედა ან მამა იჯდეს, რომლის მიმართაც მან გრძნობები უნდა გამოხატოს და გაესაუბროს იმის შესახებ თუ რა გავლენა აქვთ მათ კლიენტის ცხოვრებაზე. ამ ტექნიკით კლიენტი უპირისპირდება გამოხატვის გარეშე დარჩენილი  ძლიერი გრძნობებით გამოწვეულ  პრობლემებს.

გეშტალტთერაპისტები ფენომენოლოგიურ მეთოდს იყენებენ და ცდილობენ კლიენტების ცნობიერება „აქ და ახლა“ კონტექსტში  გაზარდონ. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: