გეშტალტფსიქოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Gestalt Psychology

გეშტალტფსიქოლოგია ფსიქოლოგიური სკოლაა, რომლის მიხედვითაც ფსიქოლოგიური ფენომენის გაგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მას ორგანიზებულ, სტრუქტურულ მთლიანობად მივიჩნევთ და არ დავანაწევრებთ პრიმიტიულ, მარტივ პერცეპტულ ელემენტებად. გეშტალტი გერმანული სიტყვაა და ნიშნავს სტრუქტურას, ერთიანს, ფორმას ან კონფიგურაციას.

ამ დარგის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები: კოფკა, კელერი და მაქს ვერტჰაიმერი მიიჩნევდნენ, რომ ფსიქოლოგიური ფენომენის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას არ დავშლით შემადგენელ ნაწილებად. ამ თვალსაზრისით, მათ მთლიანად უარყვეს ატომისტური თვალსაზრისი, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების უბრალო მექანიკური ჯამი. მაგალითად, როდესაც ვუსმენთ მუსიკას, მთლიან მელოდიას აღვიქვამთ და არა ცალკეულ ბგერებს.

გეშტალტფსიქოლოგია სამყაროს ჰოლისტური აღქმის მოდელს გვთავაზობს. ინდივიდები მათთვის დამახასიათებელი და ჩვეული გზით იმიტომ აწესრიგებენ სენსორულ ინფორმაციას, რომ ეს ინფორმაციის ორგანიზების ყველაზე ეკონომიური და მარტივი გზაა. გეშტალტისტები თავიანთ „დინამიკურ“ ხედვას უპირისპირებდნენ ოპონენტების „მექანისტურ თეორიებს“ და უარყოფდნენ „მუდმივობის ჰიპოთეზას“. მუდმივობის ჰიპოთეზა მე-20 საუკუნის დასაწყისში უპირობოდ მიღებული დაშვება იყო, რომლის მიხედვითაც არსებობს მყარი კავშირი სტიმულის ფიზიკურ მახასიათებლებსა და აღქმის ფსიქოლოგიურ მხარეს შორის. გეშტალტფსიქოლოგებმა არაერთ ექსპერიმენტში დაადასტურეს, რომ ეს ასე არ არის. სტიმულის აღქმის პროცესი სპეციფიკურ ინტერაქციულ ფარდობით ასპექტებს ასახავს. მაგალითად, ფართო ვიზუალურ ზედაპირზე აღქმული პატარა წერტილის სიკაშკაშე დამოკიდებულია არა მხოლოდ წერტილის სინათლის ინტენსივობაზე, არამედ წერტილის გარშემო არსებული სივრცის ინტენსივობაზეც. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: