გენდერის კვლევა არის დარგი, რომელიც იმ დაშვებიდან ამოდის, რომ შეუძლებელია სოციალური ორგანიზაციები და ინსტიტუტები მათი შემადგენელი ინდივიდების გენდერის, გენდერის მიხედვით ადამიანებს შორის ძალაუფლების განაწილების, სექსუალობის, იდენტობისა და სუბიექტურობის გათვალისწინების გარეშე ვიკვლიოთ. ქალთა კვლევისაგან განსხვავებით, გენდერის კვლევა სექსუალობის და მასკულინობის კვლევას მოიცავს.
გენდერის კვლევის ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა. ის პოლიტიკურ და სხვა სოციალურ ინსტიტუტებს, ფილოსოფიას, შრომით ბაზარს, ლიტერატურას, ხელოვნებას და სპორტს მოიცავს. გენდერის კვლევა ინტერდისციპლინარულია, შესაბამისად, გენდნერის პერსპექტივიდან კვლევა შესაძლოა ჩატარდეს არა მხოლოდ სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში ან ანთროპოლოგიაში, არამედ თითქმის ყველა ტრადიციულ დისციპლინაში, ბიოლოგიისა და მედიცინის ჩათვლით.
გენდერის კვლევა არ არის პოლიტიკისაგან იზოლირებული აკადემიური დარგი. ამ სფეროში მოღვაწე მკვლევრები, როგორც წესი, აქტივიზმში არიან ჩაბმული და მიზნად არა მხოლოდ არსებული გედნერული უთანასწორობების აღწერასა და ახსნას ისახავენ, არამედ მათ აღმოფხვრასაც.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Cranny,A.,Waring, W., Stavropolous, P., Kirby, J. ( 2003)Gender Studies: Terms and Debates, New York, Palgrave Macmillan
Essed, P.,Goldberg, T., Kobayashi, A.(2005)A Companion to Gender StudiesMalden, MA, Blackwell
Malti-Douglas, F. (2007) Encyclopedia of Sex and Gender, Thomson Gale, vol.1.